დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, August 19, 2015

„ფორდ ფოკუს ST-ს“ ცხენის ძალები მოემატა

Ford Tunes Its Own Focus ST To 275 Horses
19 აგვისტო
იყო დრო, როცა 300 ცხენის ძალით სუპერ ავტომობილების მწარმოებლებიც კი ამაყობდნენ. დღეს სხვა დროა. სიმძლავრეები უსაშველოდ გაიზარდა. სუპერებს 700-800 ცხენის ძალაც აღარ ჰყოფნით, ამაზე მძლავრებს ჰიპერ ავტომობილებად მოიხსენიებენ. და აღარავის უკვირს, როცა საოჯახო უნივერსალებს 500 ცხენზე მეტი ემსახურება, ან 350-ცხენისძალიანი ჰეჩბეკები ერთმანეთს ნურბურგრინგის რეკორდსმენობისთვის ეჯიბრებიან.
„ფორდ ფოკუს ST-ს“ ნაკლებად პრეტენზიული ავტომობილია. ის არც რეკორდსმენობას უმიზნებს და მითუმეტეს, არც სუპერობას. თუმცა თავისი მოკრძალებული ამბიციები, ამ ტემპერამენტიანი ჰეჩბეკის მყიდველსაც აქვს. რა თქმა უნდა, ამათგან მთავარი სიმძლავრეა. და ცისფერი ოვალიც პერიოდულად პოულობს იმის საშუალებას, რომ ამ ავტომობილის რემას ცხენები შემატოს. და რაც მთავარია, ავტომობილი ყველა იმ საქარხნო გარანტიას ინარჩუნებს, რომლებიც მის სტანდარტულ ვერსიებს აქვს.
ახლახანს, „ფორდ პერფორმენსმა“ დაასრულა „ფოკუს ST-სთვის“ ახალი კიტ კომპლექტის შემუშავება, რომელშიც შევიდა გაზრდილი წარმადობის ინტერქულერი და ელექტრონული მართვის სისტემის შეცვლილი პროგრამა. პაკეტი ითვალისწინებს ძრავის სიმძლავრის 23 ცხენის ძალით და მაბრუნი მომენტის 35 ნიუტონმეტრით გაზრდას. ამგვარად, 2.0-ლიტრიანი ძრავის სიმძლავრემ 275 ცხენის ძალას მიაღწია, მაქსიმალურმა მომენტმა კი - 400 ნიუტონმეტრს.
„ფორდი“ აცხადებს, რომ სიმძლავრის პარალელურად, ინჟინრებმა აგრეგატის საიმედობის შენარჩუნებაზეც იზრუნეს. შედეგად, ახალი პაკეტის მყიდველს, კომპანია უნარჩუნებს ქარხნული ჰეჩბეკის გარანტიის სტანდარტულ პირობებს, რაც სამწლიან (160 000-კილომეტრიან) გარანტიას. კიტ კომპლექტი კი 1 900 დოლარი ღირს.

No comments:

Post a Comment