დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, August 19, 2015

„ფერარიმ“ კიმი რაიკონენი დაიტოვა

Ferrari re-signs Kimi Raikkonen for 2016 Formula 1 season
19 აგვისტო
„ფერარიმ“ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ მომავალ სეზონში, სებასტიან ფეტელთან ერთად, მისი პილოტი ისევ კიმი რაიკონენი იქნება. ამგვარად, წერტილი დაესვა უამრავ ჭორს, რომლებიც იტალიურ გუნდში არაერთი პილოტის შესაძლო გადასვლაზე მოგვითხრობდა. მათ შორის იყვნენ ვალტერი ბოტასი, ნიკო ჰულკენბერგი, ასევე დანიელ რიკარდო. მაგრამ სკუდერიამ, რაიკონენთან გაფორმებული კონტრაქტის ერთი სეზონით გაგრძელების უფლება გამოიყენა.
„რა შემიძლია ვთქვა. „ფერარიში“ კიდევ ერთი სეზონის გატარება ნიშნავს, რომ ოცნება გრძელდება. სკუდერია ჩემი ოჯახია. სწორედ აქ მინდა ჩემი კარიერის დასრულება. ახლა უფრო მონდომებული ვარ, ვიდრე ოდესმე და მინდა, იმ ხალხს მადლობა ვუთხრა, რომლებმაც ეს შანსი მომცეს. ასევე მადლობელი ვარ ყველა ფანის, რომლებისგანაც მუდმივ მხარდაჭერას ვგრძნობ“, - განაცხადა რაიკონენმა.
კმაყოფილია „ფერარის“ შეფი მაურიციო არივაბენეც: „ჩვენ გვჯერა, რომ კიმის კონტრაქტის გაგრძელება, გუნდს სტაბილურობას შეუნარჩუნებს. ჩვენ არჩევანის მთავარი მიზეზი სწორედ ესაა. ასევე ის ფაქტიც, რომ კიმის და სებს კარგი ურთიერთბა აქვთ. ჩვენი მხრივ, კონტრაქტის გაგრძელება იმასაც მიანიშნებს, რომ რაიკონენის შესაძლებლობებში დარწმუნებულნი ვართ“.
განვლილ 10 რბოლაში, ფეტელს ორი გამარჯვება აქვს მოპოვებული (მალაიზიასა და უნგრეთში). ამასთან, ხუთ სხვა რბოლაში კვარცხლბეკზე იდგა. მისგან განსხვავებით, რაიკონენს ხშირად მოსდის შეცდომები და ცუდი შედეგები აქვს კვალიფიკაციაში. ამის შედეგი ისაა, რომ განვლილ რბოლებში მხოლოდ ერთხელ შეძლო კვარცხლბეკზე ასვლა (ბაჰრეინი, მეორე ადგილი). ფეტელს 160 ქულა აქვს, რაიკონენს კი - მხოლოდ 76.
ფინელი მრბოლის მარანელოში დარჩენის შემდეგ, პილოტების ბაზარზე მოვლენები სწრაფად განვითარდება. როგორც ჩანს, ბოტასი, რომლის კონტრაქტის „ფერარისგან“ გამოსყიდვაზეც, ინფორმაცია იტალიურ მედიაში გავრცელდა, „უილიამსში“ დარჩება. და სავარაუდოდ, გუნდების უმეტესობა მომავალ სეზონშიც უცვლლდ გააგრძელებს გამოსვლას.

No comments:

Post a Comment