დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, August 19, 2015

„ასტონ მარტინი“ ელექტრულ „რეპიდს“ გამოუშვებს

Aston Martin Rapide EV Will Reportedly Come With 800 HP, AWD
19 აგვისტო
გამოცემა „ავტომოტივ ნიუსთან“ საუბრისას, „ასტრონ მარტინის“ მთავარმა აღმასრულებელმა ენდი პალმერმა დაადასტურა, რომ მისი კომპანია სედან „რეპიდის“ ელექტრული ვერსიის წარმოებას გეგმავს. მისივე თქმით, ეს ავტომობილი ბაზარზე დაახლოებით ორ წელიწადში გამოვა. მის შემდეგ კი იმავე აგრეგატით აღჭურვილ ქროსოვერ DBX-ის ჯერიც დადგება.
პალმერმა ელექტრული სედანის შესახებ დაწვრილებით საუბრისგან თავი შეიკავა, თუმცა ის კი გაგვიმხილა, რომ ელექტრული „რეპიდის“ სიმძლავრე 800 ცხენის ძალას მიაღწევს და სვლის სიშორე დაახლოებით 320 კილომეტრი იქნება. ამასთან არ უთქვამს, იგეგმება თუ არა სვლის სიშორის გასაზრდელად, ისეთი ვერსიის გამოშვებაც, რომელიც მცირე სიმძლავრის შიდაწვის ძრავითაც აღიჭურვება, რომლის ერთადერთი დანიშნულება, ელექტრო ენერგიის გამომუშავება უნდა იყოს.
სხვათა შორის, „ასტონ მარტინი“ ადრე ელექტრული და ჰიბრიდული აგრეგატებით დაინტერესებას არ გამოხატავდა. მაგრამ ჯუჯა „სიგნიტის“ პროექტის ჩავარდნის შემდეგ, ინტერესის სფეროს შეცვლამ მოუწია. საქმე ისაა, რომ ევროპაში კომპანიების მიერ წარმოებული ავტომობილების გამონაბოლქვში CO2-ის შემცველობაზე სტანდარტები მკაცრდება და ელექტრო და ჰიბრიდული ტექნოლოგიების გარეშე, „ასტონს“ ყოველ წარმოებულ ავტომობილზე, სოლიდური კონტრიბუციის გადახდა მოუწევს. ამის თავიდან აცილება კი ელექტრომობილების წარმოებით იქნება შესაძლებელი.
მითუმეტეს, „ტესლა მოტორსის“ წარმატებბმა ბევრ კომპანიას მისცა სტიმული. მათ შორის, „ასტონ მარტინსაც“. „ტესლა მოდელ S“ ნამდვილ ეტალონად იქცა, რომლის პოპულარობამაც, „ასტონის“ კონსერვატორ ხელმძღვანელობასაც დაავიწყა სიჯიუტე. სხვათა შორის, პალმერი ხაზგასმით ამბობს, რომ ელექტრული „რეპიდი“ არ იქნება გამორჩეული თავისი დინამიკური მახასიათებლებით.

No comments:

Post a Comment