Report Says Future BMW M3 May Be Plug-In Hybrid
19 აგვისტო
წარსულს ჩაბარდა დრო, როცა ჰიბრიდული სისტემებით
აღჭურვილ ავტომობილებს ზედაც არავინ უყურებდა. ყოველ შემთხვევაში ისინი, ვინც
ავტომობილში უპირატესად სიმძლავრეს და დინამიკურ მახასიათებლებს ანიჭებს.
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ავტოსპორტში უკვე გაჩნდა სარბოლო სერია ფორმულა E,
ფორმულა 1-ის ბოლიდები და ლე მანის პროტოტიპები კი ჰიბრიდული სისტემებით აღჭურვეს.
ავტოკომპანიებს შორის, ამ მიმართულებით ერთ-ერთი
მოწინავე „ბეემვეა“, რომლის სპორტული პლაგ-ინ ჰიბრიდული i8 დიდი პოპულარობით
სარგებლობს. მისი ჰიბრიდული სისტემა ეკონომიურ/ეკოლოგიურიცაა და თან, ავტომობილს
საკმარის ტემპერამენტსაც ანიჭებს. და როგორც ჩანს, ამ ავტომობილის წარმატება,
ბავარიელებს უფრო მეტისკენ უბიძგებს. როგორც გამოცემა „დეტროიტ ბიურო“ იუწყება, შემდეგი
თაობის M3, პლაგ-ინ ჰიბრიდული სისტემით აღიჭურვება.
ეს ინფორმაცია ჯერჯერობით არაოფიციალურია. თუმცა
ფაქტია, რომ გერმანული კომპანიის ერთ-ერთ მაღალჩინოსანს, რომელსაც ორივე
ქვებრენდში აქვს ნამუშევარი, ამბობს: „ჩვენ ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია ბეემვე i-სგან“.
სხვათა შორის, i ადრე განიხილებოდა, როგორც M-ის
ანტიპოდი. მაგრამ იმავე წყაროს ინფორმაციით, ამჟამად „ბეემვეს“ ხელმძღვანელობა, ამ
ორი ქვებრენდის დაახლოების გზებს ეძებს.
კიდევ ერთი წყარო იტყობინება, რომ შემდეგი M3-ის
აგრეგატის მაქსიმალური მომენტი, 100 ნიუტონმეტრით მოიმატებს. რის ხარჯზე, მას არ
დაუკონკრეტებია. თუმცა არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამ ავტომობილისთვის,
კინეტიკური ენერგიის აღდგენის სისტემის შემუშავება მიმდინარეობს.
ავტომობილი
კვლავაც უკანა ამძრავიანი იქნება, თუმცა კონსტრუქციაში გაითვალისწინებენ იმასაც,
რომ საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელი იყოს მყიდველისთვის სრულ ამძრავიანი ვერსიის
შეთავაზება. ამ შემთხვევაში, წინა ბორბლებს ერთი, ან ორი ელექგტრო ძრავი
დაატრიალებს.
No comments:
Post a Comment