დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, August 21, 2015

„მაკლარენს“ აგრეგატების შეცვლა სტარტზე 55 ადგილი დაუჯდება

Power unit changes to cost McLaren drivers 55 places
21 აგვისტო
ფერნანდო ალონსოს და ჯენსონ ბატონს, ბელგიის დიდი პრიზის სტარტზე ჯამში 55 ადგილით უკან დადგომა მოუწევთ. ეს აბსურდული სიტუაცია, ძრავებზე არსებული ლიმიტის და მის დარღვევაზე დაწესებული ჯარიმის წყალობით შეიქმნა. რეალურად, „მაკლარენის“ პილოტებს, პელოტონის ბოლოდან სტარტის აღება მოუწევთ, რადგან ამაზე უკან დადგომა შეუძლებელია.
ამ 55 წრიდან 30 ალონსოს „ეკუთვნის“, რომელსაც მანქანაზე ძრავი, ტურბო კომპრესორი, ენერგიის აღდგენის ორივე სისტემა (MGU-H - თბური და MGU-K - კინეტიკური), ასევე მართვის ელექტრონიკა შეუცვალეს. ძრავის შეცვლაზე 10-ადგილიანი ჯარიმაა, დანარჩენებზე კი - 5-5.
რაც შეეხება ბატონს, მას 25 ადგილი „გამოუწერეს“. ამის მიზეზი გახდა ის, რომ მის „მაკლარენზე“ ძრავი, ტურბო კომპრესორი და ენერგიის აღდგენის ორივე სისტემა შეიცვალა. ამჯერად, ინჟინრებმა უცვლელი დატოვეს ძალური დანადგარის მართვის ელექტრონიკა.
ძველი წესი ამ სიტუაციას ითვალისწინებდა - თუ წინდაწინვე აშკარა გახდებოდა, რომ პილოტები, ადგილების დაკარგვით, ჯარიმებს სრულად ვერ აანაზღაურებენ, რბოლის შემდგომ, მათს შედეგებს საჯარიმო დრო დაემატებოდა. მაგრამ ეს წესი ამჟამად აღარ მოქმედებს. და შესაბამისად, „მაკლარენის“ პილოტების ჯარიმები მეტწილად პირობითია...

No comments:

Post a Comment