დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, August 26, 2015

ნიკი ლაუდა: ჰამილტონი დაუმარცხებელია

Lewis Hamilton is unbeatable at the moment - Niki Lauda
26 აგვისტო
„მერსედესის“ არააღმასრულებელი დირექტორი ნიკი ლაუდა ამბობს, რომ ამ ეტაპზე, ლუის ჰამილტონი პრაქტიკულად დაუმარცხებელია და თუ შეცდომებს არ დაუშვებს, მაშინ ნიკო როსბერგს ჩემპიონობის არანაირი შანსი არ აქვს. ეს განცხადება ლაუდამ მას შემდეგ გააკეთა, რაც ბელგიის ეტაპზე, ჰამილტონმა ამ სეზონში მეათე პოული და მეექვსე გამარჯვება მოიპოვა.
ამჟამად ჰამილტონი როსბერგს მხოლოდ 28 ქულას უგებს. ეს კი არაფერია, რადგან საკმარისია ჩემპიონის ერთი დაუსრულებელი რბოლა და როსბერგს დაწევის რეალური შანსი მიეცემა. თუმცა მთავარი აქ ისაა, რომ ტრასაზე ბრიტანელი შეუდარებელი და არ ჩანს იმის შესაძლებლობა, რომ როსბერგი მის დამარცხებას შეძლებს. მითუმეტეს, ბოლო დროს, გერმანელს სტარტი აღარ გამოსდის, რაც რბოლას ურთულებს.
„ამ მომენტში ისე ჩანს, რომ ჰამილტონის დამარცხება შეუძლებელია. ის უსწრაფესია პრაქტიკებზე და კვალიფიკაციებზე, რბოლაში კი წარმოუდგენელ შესაძლებლობებს ავლენს. ის დაუმარცხებელია. ამ რბოლამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ თუ შემდგომ რბოლებში ლუისი შეცდომებს არ დაუშვებს, ნიკოს მისი დამარცხება ძალიან გაუჭირდება“, - ბიბისისთან საუბრისას განაცხადა ლაუდამ.
ის დასძენს, რომ რბოლებში შეცდომები ყველას მოსდის. ამასთან, ის დარწმუნებულია, რომ როსბერგი უბრძოლველად არაფერს დათმობს. კითხვაზე, ასეთი სიტუაცია ჰამილტონის პროგრესმა გამოიწვია, თუ როსბერგის ფორმიდან ამოვარდნამ, ლაუდა პასუხობს: „ლუისმა აშკარად მოუმატა, ამაში ეჭვის შეტანაც არ ღირს. ნიკო თავდაუზოგავად იბრძვის, მაგრამ ლუისი ახლა სულ სხვა დონეზეა. ვფიქრობ, ის აქ დაუმარცხებელი იყო“.

No comments:

Post a Comment