დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, August 26, 2015

„ლენდ როვერის“ სკულპტურა რაგბის 2015 წლის მსოფლიო თასისთვის

Land Rover Previews New Sculpture Ahead of The Rugby World Cup 2015
26 აგვისტო
ერთ თვეში ბრიტანეთში სტარტს აიღებს რაგბში მსოფლიო თასის გათამაშება, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრებიც მიიღებს მონაწილეობას. და ალბათ ბევრმა არ იცის, რომ ამ გრანდიოზული შეჯიბრის მთავარი პარტნიორი და სპონსორი „ლენდ როვერია“, რომელიც საკუთარი პროდუქციის წარმოჩენის გარდა, რეალურად უწყობს ხელს სპორტის ამ სახეობის მთელს მსოფლიოში განვითარებას.
სხვა სარეკლამო ღონისძიებებთან ერთად, „ლენდ როვერმა“ უზრუნველყო უილიამ ვებ ელისის თასის მთელს მსოფლიოში მოგზაურობა. ახლახანს კი „ლენდ როვერმა“ გამოაქვეყნა ახალი სკულპტურის ესკიზები, რომლის მიხედვით შექმნილი ქანდაკებებიც, მალე ლონდონის თვიქნემის და კარდიფის მილენიუმის სტადიონებთან დაიდგმება. ქანდაკებას უკვე სახელიც აქვს - „ქეჩ“, რაც დაჭერას ნიშნავს. ეს სიტყვა საუკეთესოდ ასახავს რაგბის თამაშის მუღამს.
„ლენდ როვერის“ და მისი ავტორის ჩანაფიქრით, ქანდაკება ხელოვნების, საავტომობილო დიზაინის და სპორტის ერთგვარი სინთეზია. მისი სიმაღლე 8 მეტრი უნდა იყოს და მალე ამ სტადიონებთან შეხვედრების დათქმის ყველაზე გამორჩეულ ადგილებად გადაიქცევა. ქანდაკება ცნობილ იტალიელ სკულპტორ ნინო მუსტიკას მიერაა შემუშავებული, რომლისთვისაც ეს „ლენდ როვერთან“ მეორე თანამშრომლობაა.
მუსტიკამ და „ლენდ როვერის“ დიზაინის დირექტორმა ჯერი მაკგოვერნმა ერთობლივად შეიმუშავეს სკულპტურა სახელად „შეუჩერებელი სულისკვეთება“. როგორც მუსტიკა ამბობს, „ქეჩის“ შემუშავებისას, მან შთაგონების წყაროდ, რაგბის თამაშის ერთ-ერთი გამორჩეული მომენტი, ხაზიდან გამოსვლა გამოიყენა. მისი თქმით, ამ მომენტში მოთამაშე თავის ძალასთან ერთად, საზრიანობასაც ავლენს. და ხშირად ამ პროცესს ბურღის მუშაობასაც კი ადარებენ. მუსტიკას კონსულტაციას ლეგენდარული ლოურენს დალალიო უწევდა (ფოტოზე მუსტიკასთან ერთად - გარჩევა არ უნდა გაგიჭირდეთ), ვინც რაგბის მსოფლიო თასი, ინგლისის ნაკრებთან ერთად, 2003 წელს მოიპოვა.
სკულპტურა ორი ვერსიის სახით შესრულდბა. პირველი მათგანის გახსნა 16 სექტემბერს არის დაგეგმილი, მეორე კი 19 სექტემბერს გაიხსნება.

No comments:

Post a Comment