დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, August 27, 2015

მეორე თაობის „ინსიგნია“ ბაზარზე 2017 წელს გამოვა

Second Generation Insignia To Debut In 2017
27 აგვისტო
უკვე შვიდი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც პირველი თაობის „ოპელ ინსიგნია“ ბაზარზე გამოვიდა. მოდელის დაძველება, მის გაყიდვებზე უარყოფითად მოქმედებს და ამ დროს, საქმეს ვერც პერიოდული განახლება შველის. და მაინც, ამ თაობის ავტომობილი, რომელიც დებიუტისთანავე, ევროპის წლის ავტომობილად აღიარეს, ბაზარზე კიდევ ორი წლით დარჩება. ამ ინფორმაციას გამოცემა „ქარ მეგზინი“ ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ახალ „ინსიგნიას“ ფრანკფურტის 2017 წლის მოტორ შოუზე ვიხილავთ. ამასთან, ის სპორტულ სტილში შესრულდება და ბევრ გარეგნულ ელემენტს, კონცეპტ „მონცასგან“ გაიზიარებს. მეორე თაობის „ინსიგნია“ გაბარიტებში გაიზრდება. მოიმატებს მისი სიგრძე და ბორბლებს შორის ბაზა. და ამის მიუხედავად, ის წონაშიც დაიკლებს. ასეთი ვარაუდის საშუალებას გამოცემას აძლევს ის ფაქტი, რომ გაცილებით პატარა „ასტრას“ ახალმა თაობამ წონაში 200 კილოგრამი დაიკლო.
თუ მყიდველს ახლანდელ „ინსიგნიას“ განსხვავებით, სამი განსხვავებული ძარით სთავაზობენ, ახალი მხოლოდ ერთი სტილის ძარით დამზადდება. ესაა ხუთკარიანი ჰეჩბეკი, ან უნივერსალის სპორტული ვერსია - სპორტს ტურერი. ავტომობილის სპორტული ხასიათიდან გამომდინარე, მეორე ვარიანტი უფრო რეალურია. ჯერჯერობით არაფერია ცნობილი ძრავების შესახებ.

No comments:

Post a Comment