დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, August 27, 2015

„ფორდი“ ბაზარზე „ბრონქოს“ დაბრუნებას აპირებს

There Could Be A New Ford Bronco, Thanks To A U.S.-Built Ranger
27 აგვისტო
„ფორდი“ უგზოობის არაერთ ავტომობილს აწარმოებს, რომლებიც განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობენ. მაგრამ მის გამას ერთი სახელი დააკლდა, რომელიც ერთ დროს ლამის ამერიკის სიმბოლოც კი იყო, მაგრამ 30-წლიანი წარმოების შემდეგ, ცისფერმა ოვალმა 1996 წელს მისი გამოშვება შეწყვიტა. ეს სახელია „ბრონქო“ და როგორც ჩანს, ის ბაზარს მალე დაუბრუნდება.
„ფორდმა“ დეტროიტის 2004 წლის შოუზე კონცეპტუალური „ბრონქო“ წარადგინა, რომელიც პირველი თაობის (1966 წლის) მოდელის შთაგონებით შეიქმნა, მაგრამ რატომღაც, ამ ავტომობილმა ბაზრამდე ვერ მიაღწია. არადა, კარგი პერსპექტივა ჰქონდა და თავისი რეტრო და იმავდროულად ორიგინალური გარეგნობით, ამჟამადაც აქტუალური იქნებოდა. ეს კონცეპტი 2.0-ლიტრიანი ტურბო დიზელით აღიჭურვა, რომელთანაც ორქუროიანი ტრანსმისიაა დაკავშირებული.
მართალია, ამ კონცეპტს განხორციელება არ ეწერა, მაგრამ ცისფერმა ოვალმა ახლახანს კვლავ დაარეგისტრირა სავაჭრო ნიშანი „ბრონქო“. და როგორც ჩანს, ამ სახელით მალე „ჯიპის“ შესაბამის უგზოობის ავტომობილებს ძლიერი კონკურენტი გამოუჩნდება. „ბლუმბერგის“ ინფორმაციით, ახალი „ბრონქო“ პიკაპ „რეინჯერის“ პლატფორმაზე აიგება და მათ ერთსა და იმავე ქარხანაში გამოუშვებენ. სხვათა შორის, საშუალო ზომის პიკაპ „რეინჯერის“ წარმოება მალე ამერიკის საზღვრებში დაბრუნდება.
„რეინჯერის“ წარმოება მექსიკიდან მალე ქალაქ უეინში (შტატი მიჩიგანი), სადაც ამჟამად „ფოკუსს“ და „C-მაქსს“ აწარმოებენ. ამ ორი ავტომობილის წარმოება კი მექსიკაში გადაინაცვლებს. სხვათა შორის, „ფორდმა“ „ბრონქოს“ წარმოება პირველად სწორედ უეინის ქარხანაში დაიწყო. ამჟამად ამ ქარხნის წლიური წარმადობა 250 000 ავტომობილია.

No comments:

Post a Comment