დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, August 17, 2015

„მერსედეს S-კლასის კაბრიოლეტის“ პირველი ფოტო ტიზერი

2017 Mercedes-Benz S-Class Cabriolet Teased In First Official Image
17 აგვისტო
ამ ფოტოზე „მერსედეს-ბენცის“ ფლაგმან S-კლასის ღია ვერსიის პირველი ესკიზური ტიზერია გამოსახული. ეს S-კლასის მეექვსე ღია ვერსიაა და პირველი ოთხადგილიანი კაბრიოლეტი 1971 წლის შემდეგ. სიახლის მსოფლიო პრემიერა მალე, ფრანკფურტის მოტორ შოუზე გაიმართება.
ესკიზზე გამოსახული ავტომობილი სახურავის გარეშეა და მის სალონში კარგად ჩანს მხოლოდ ოთხი სავარძელი. ადრე გავრცელებულ მსტოვრულ ფოტოებზე, ყოველთვის სატესტო ავტომობილი იყო გამოსახული, რომელსაც სახურავი დეახურული ჰქონდა. ცნობილია, რომ სახურავი ავტომტურად იკეცება და ამ პროცესს ელექტრონიკა აკონტროლებს.
ავტომობილის უკანა ფარები S-კლასის კუპეს სტილშია შესრულებული. იგივე ითქმის ინტერიერზეც. სავარაუდოდ, კაბრიოლეტი კუპესგან გაიზიარებს ძრავებსაც. ესენია 5.5-ლიტრიანი, წყვილ ტურბოიანი V8, 585 ცხენის ძალით და 6.0-ლიტრიანი, ასევე წყვილ ტურბოიანი V12, რომლის სიმძლავრეც 630 ცხენის ძალაა.
უფრო მეტ ინფორმაციას ამ ავტომობილზე შტუტგარტელები მოტორ შოუს დაწყებამდე გამოაქვეყნებენ.

No comments:

Post a Comment