დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, August 16, 2015

ვალტერი ბოტასი გამარჯვებისთვის ბრძოლას აპირებს

Bottas says he'll be aggressive when F1 wins are on the line
16 აგვისტო
„უილიამსის“ პილოტი ვალტერი ბოტასი გვპირდება, რომ მაქსიმალურად აგრესიულ სტილში იასპარეზებს, როგორც კი იგრძნობს, რომ გამარჯვებისთვის ბრძლა შესაძლებელია. ისევე როგორც გასულ სეზონში, ფინელი მრბოლი ამ სეზონშიც ძალიან სტაბილურია. განვლილი ცხრა რბოლიდან, რომლებშიც იასპარეზა (ერთი გამოტოვა) შვიდი მოწინავე ექვსეულში დაასრულა. ის ამბობს, რომ მომატების უნარი აქვს, ოღონდ ამ უნარს მაშინ გამოიყენებს, როცა გამარჯვების შანსი გაჩნდება.
„როცა გინდა, რომ ქულები დააგროვო, ან გაიმარჯვო, პირველ რიგში, რბოლა უნდა დაასრულო. როცა რისკზე წასვლა გიწევს, კარგი იქნება, თუ ამ რისკს წინასწარ შეაფასებ. მე ყოველთვის ვფიქრობ ამაზე. ღირს, თუ არა გარისკვა. ჩემი სტილი ყოველთვის სტაბილურია. მაგრამ ბევრს არ ვუნახივარ, როცა ვხედავ, რომ გამარჯვებააა შესაძლებელი. მე ვიბრძვი გამარჯვებისთვის, ან მნიშვნელოვანი პოზიციისთვის. მე უფრო მეტად აგრესიულ სტილში რბოლაც შემიძლია“, - ამბობს ბოტასი.
„უილიამსის“ პილოტი დასძენს, რომ ამ სეზონში „მერსედესის“ დამარცხება ძალიან ძნელია, მაგრამ იმედი აქვს, რომ თავისი პირველი გამარჯვების მოპოვება ამ სეზონშივე შეუძლია. ოღონდ, სამქიმიანებს არ უნდა გაუმართლოთ - მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება გამარჯვებაზე ფიქრი. ამისათვის კი საკმაოდ ძნელი ამოცანა დარჩება შესასრულებელი - „ფერარის“ დამარცხება.
„გამარჯვება - არ ვამბობ, რომ ეს შეუძლებელია. ამ მომენტში ეს ძალიან რთულია. მაგრამ როგორც ყოველთვის, ჩვენ ცდას არ მოვაკლებთ“, - დასძენს ბოტასი.

No comments:

Post a Comment