დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, August 30, 2015

„ფორს ინდია“ 2017 წლის სეზონისთვის მზადბას ადრე შეუდგება

Force India set to start early on 2017 cars
30 აგვისტო
ფორმულა ერთში 2017 წლიდან ისევ იცვლება ტექნიკური რეგლამენტი. და ცვლილება იმდენად სერიოზულია, რომ ტრასაზე გვარიანად განსხვავებული მანქანები გამოვა. არამხოლოდ გარეგნულად, არამედ რაც მთავარია, აგებულებით განსხვავებული. ამიტომ, „ფორს ინდია“ გეგმავს, რომ მისი შემუშავება ჩვეულებრივზე ადრე დაიწყოს. ვიჯეი მალია ამბობს, რომ სიჩქარეები მნეშვნელოვნად გაიზრდება, რადგან შეიცვლება აეროდინამიკა და საბურავები (გაგანიერდება).
„2017 წელს სულ სხვა თამაში გვექნება. ჩემი აზრით, მანქანების ახლიდან შემუშავება მოგვიწევს. „ფორს ინდია“ ამ სეზონისთვის ადრევე დაიწყებს მზადებას, რათა მოწინვეთა შორის ყოფნა შეძლოს“, - ამბობს მალია, ვისაც კარგად ესმის, რომ შეზღუდული რესურსებით, ლიდერებს შორის ადგილის დამკვიდრება ძალიან ძნელია.
„ჩვენ კარგად შეკრული გუნდი ვართ, კარგი პილოტებით, პერსონალის საჭირო მონდომებით. ეს სერიოზული პაკეტია. და თუ ხალხს ვათქმევინებთ, რომ „ფორს ინდიას“ პაკეტი თავის შესაძლებლობებზე მეტს აღწევს, ამას აუცილებლად კომპლიმენტად აღვიქვამთ“, - ამბობს მალია. ასეც არის, რადგან ბიუჯეტის მხრივ, მისი საჯინიბო ლიდერებთან ახლოსაც ვერ მივა.
„ჩვენ გუნდში 400-ზე ნაკლები თანამშრომელი გვყავს. და მე დარწმუნებული ვარ, რომ შტატის გაორმაგება არაა აუცილებელი წინ წასაწევად. რა თქმა უნდა, ყოველ ახალ სეზონში, სულ უფრო მეტის მიღწევას ვისახავთ მიზნად, მაგრამ ასევე მჯერა, რომ ამისათვის სამუშაო ძალის გაორმაგება სულაც არაა აუცილებელი. თუ ვინმე მეტყვის, რომ კონსტრუქტორებში მეოთხე პოზიციისთვის, 600 თანამშრომელზე მეტია საჭირო, არ დავეთანხმები, რადგან ვიცი, რომ იგივეს 380 თანამშრომლითაც მივაღწევთ“, - ირწმუნება მალია.
„ფორს ინდიამ“ B-სპეციფიკაციის ბოლიდი საასპარეზდ პირველად ბრიტანულ ეტაპზე გამოიყვანა და იქიდან მოყოლებული, კონსტრუქტორებში მე-5 ადგილისთვის ბრძოლაში, მოწინავეთა შორისაა. მისი კონკურენტები „ლოტუსი“, „ზაუბერი“ და „ტორო როსო“ არიან. „გუნდს თავისი მიზანი აქვს დასახული და მის მისაღწევად კარგად იბრძვის. მე ვერ მოვთხოვ მათ მეოთხე ადგილის დაკავებას, მაგრამ ვერ ვხედავ მიზეზს, რის გამოც, ეს მიზანი მომავალ სეზონში არ უნდა დავისახოთ“, - ამბობს მალია.
„ფორს ინდია“ ამჟამად მეექვსე ადგილზეა და „ლოტუსს“ მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება. მანქანს მორიგი გაუმჯობესება სინგაპურისთვის იგეგმება და გუნდი ვარაუდობს, რომ ყველა დარჩენილ ტრეკზე თანაბრად კარგად ასპარეზობას შეძლებს. „მე ყოველთვის ვეუბნები ინჟინრებს, რომ არ გვაქვს იმის ფუფუნების საშუალება, რომ ჩვენი მანქანა ცალკეულ ტრეკებს მიესადაგებოდეს და ზოგს - არა. ჩვენ გვჭირდება მანქანა, რომელიც ნებისმიერ ტრეკზე კონკურენტუნარიანი იქნება. და ჩემი აზრით, ჩვენ ამას საკმაოდ კარგად ვახერხებთ“, - დასძენს მალია.

No comments:

Post a Comment