დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, August 29, 2015

გაცოცხლებულმა TVR-მ ახალი სპორტქარი სრულად გაჰყიდა

Reborn TVR sells out 2017 allocation for new sports car
29 აგვისტო
ხელახლა დაბადებულ ბრიტანულ კომპანია TVR-ს ჯერ თავისი ახალი სპორტქარი არც კი უჩვენებია, მაგრამ 2017 წელს გამოსაშვებ ყველა ეგზემპლარზე უკვე მიიღო შეკვეთა. დაგეგმილი ტირაჟი დიდი არ არის - მხოლოდ 250 ავტომობილი, თუმცა აქ მთავარი ისაა, რომ ეს ავტომობილი, არც მისი ესკიზები, ჯერ არავის უნახავს. არც მისი საორიენტაციო მახასიათებლებზე უთქვამთ რამე და არც ფასზე.
მაგრამ სამაგიეროდ ცნობილია, რომ შასიზე ლეგენდარული გორდონ მარის საინჟინრო კომპანია იმუშავებს, ძრავის შემუშავება კი „კოსუორტს“ მიანდეს. სწორედ პროექტის ამ ორი ავტორიტეტული პარტნიორის დამსახურებაა ის ფაქტი, რომ ჯერაც არარსებული ავტომობილი ასეთი პოპულარულია. TVR-ს დირექტორი ჯონ კეისი ამბობს, რომ მიღებული შეკვეთების შესრულება მხოლოდ 2018 წლიდან დაიწყება.
თითქმის ათი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც TVR-მ მუშაობა შეწყვიტა. ბრიტანული კომპანიის აღდგენა არაერთხელ სცადეს, მაგრამ წარუმატებლად. ახალმა მფლობელებმა კი (ბრიტანელ ბიზნესმენთა სინდიკატი, რომელსაც ლეს ედგარი უდგას სათავეში) დასაწყისშივე ათწლიანი გეგმა შეიმუშავეს, რომელიც ოთხი ახალი მოდელის შემუშავებას ითვალისწინებს. სულ კი TVR წლიურად 1000-1500 ავტომობილის წარმოებას გეგმავს.
გორდონ მარიმ, ვინც ფორმულა ერთის ყოფილი ინჟინერია და ასევე ცნობილია, როგორც „მაკლარენ F1-ის“ ავტორი, თავიდანვე გამოთქვა TVR-სთან თანამშრომლობის ინტერესი. მისი მიზანი, მსუბუქი და მანვრული სპორტქარის წარმოებაა. გამოცემა „ავტოქარის“ ინფორმაციით, მარის დიზაინის სტუდიას შასის პროექტი უკვე შემუშავებული აქვს. ასევე ცნობილია, რომ ავტომობილი V8 ატმოსფერული ძრავით აღიჭურვება, რომელიც წინა-შუა პოზიციას დაიკავებს. მასთან წყვილში კი 6-საფეხურიანი კოლოფი იმუშავებს. ახალი ავტომობილის სავარაუდო მინიმალური ფასი 50 000 გირვანქა სტერლინგი იქნება.

No comments:

Post a Comment