დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, August 30, 2015

„სუზუკი“ „ფოლკსვაგენისგან“ თავის აქციებს დაიბრუნებს

Suzuki Motor says it will buy back VW stake as court settles feud
30 აგვისტო
დასრულდა მრავალწლიანი დავა „სუზუკისა“ და ფოლკსვაგენს შორის. ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებით, იაპონურ კომპანიას „ფოლკსვაგენისგან“ თავისი აქციების 19.9 პროცენტის გამოსყიდვის უფლება მიენიჭა. ორ კომპანიას შორის არბიტრაჟში დავა 2011 წლიდან მიმდინარეობს, რისი მიზეზიც გახდა ის ფაქტი, რომ მხარეებმა ადრე გაფორმებული კონტრაქტით გათვალისწინებული პირობები არ შეასრულეს. ამავე კონტრაქტით, გერმანულ კომპანიას „სუზუკის“ აქცების 19.9 პროცენტი ჰქონდა შეძენილი, რაშიც 1.7 მილიარდი ევრო გადაიხადა.
იმავდროულად, იაპონურმა კომპანიამ გამოაცხადა, რომ საერთაშორისო სავაჭრო პალატის არბიტრაჟის საერთაშორისო სასამართლომ, ნაწილობრივ დააკმაყოფილა „ფოლკსვაგენის“ შემხვედრი სარჩელი, რომელიც კონტრაქტის დარღვევას ეცდება და ამასთან დაკავშირებული ზარალის შესაძლო შესახებ განხილვები მოგვიანებით გაიმართება. „სუზუკი“ აცხადებს, რომ ეს ყველაფერი მისი ფინანსური წლის შედეგებზე უარყოფითად არ აისახება.
„აქამდე ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ყელში ფხები მქონდა გაჩხერილი. ახლა კი შვებით ამოვისუნთქეთ“, - განაცხადა „სუზუკის“ თავმჯდომარემ და მთავარმა აღმასრულებელმა ოსამუ სუზუკიმ. კომპანიის განცხადებით, „ფოლკსვაგენისგან“ საკუთარი აქციების გამოსყიდვა „მისაღებ ფასად“ მოხდება, თუმცა ეს ფასი დაკონკრეტებული არ არის.
გასული ფინანსური წლის მონაცემებით, „სუზუკის“ 111.61 მილიონი აქციის ჯამური ღირებულება, 463 მილიარდ იენს (დაახლოებით 3.81 მილიარდ დოლარს) შეადგენდა. კვლევით ინსტიტუტ „ნაკანიში რისერჩის“ ინფორმაციით, „სუზუკის“ საკუთარი აქციების გამოსყიდვა არ გაუჭირდება, რადგან მის ანგარიშზე, ნაღდი ფულის რეზერვის სახით, დაახლოებით 1.0 ტრილიონი იენი იყო.
ორმა კომპანიამ თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება 2009 წელს გააფორმა. „სუზუკისთვის“ ინტერესს ჰიბრიდული ავტომობილების და ელექტრომობილების ტექნოლოგიები წარმოადგენდა. „ფოლკსვაგენი“ კი განვითარებად ბაზრებზე დასამკვიდრებლად, „სუზუკის“ სადილერო ქსელის გამოყენებას გეგმავდა. მაგრამ მალევე, „სუზუკიმ“ გერმანული კომპანია დაადანაშაულა იმაში, რომ ის ჰიბრიდულ ტექნოლოგიებს არ უზიარებდა. „ფოლკსვაგენმა“ ეს იმით ახსნა, რომ იაპონურმა კომპანიამ, ვოლფსბურგელთა კონკურენტი „ფიატისგან“ დიზელის აგრეგატების შესყიდვა გააგრძელა.

No comments:

Post a Comment