დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, August 11, 2015

„სიტროენის“ ახალი კონცეპტი „C4 კაქტუს მეჰარის“ სტილში

Citroen To Debut C4 Cactus “Mehari Revisit” Variant At Frankfurt Motor Show
11 აგვისტო
„სიტროენმა“ დაადასტურა ადრე გავრცელებული არაოფიციალური ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფრანკფურტის მოტორ შოუსთვის, კონცეპტ „C4 კაქტუს მეჰარის“ ახალი ვერსია აქვს მომზადებული. სავარაუდოდ, ამ კონცეპტით ფრანგული კომპანია კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს იმაზე, რომ სახელ „მეჰარის“ ბაზარზე დაბრუნებას აპირებს.
ცნობისათვის, ამ სახელით „სიტროენი“ 1968-1988 წლებში აწარმოებდა მსუბუქ უგზოობის ავტომობილს, რომელსაც პლასტიკისგან დამზადებული მსუბუქი ძარა ჰქონდა. „სიტროენის“ ოფიციალურ რელიზში ნათქვამია, რომ ახალი კონცეპტი, სწორედ „მეჰარის“ შთაგონებით არის შემუშავებული. ოღონდ, იგეგმება თუ არა მისი წარმოება, ამაზე კომპანია ჯერჯერობით არაფერს ამბობს.

ამ კონცეპტის გარდა, „სიტროენი“ ფრანკფურტის შოუზე ასევე პატარა C1-ის ახალ ვერსიას, C4-ის და „ბერლინგო მულტისპეისის“ ახალ ვერსიებსაც წარადგენს. ამათგან C1 იქნება პარიზის შარშანდელ მოტორ შოუზე ნაჩვენები „C1 ურბან რაიდ კონცეპტის“ სერიული ვერსია. რა თქმა უნდა, ამ ავტომობილებს შორის, ყველაზე დამაინტრიგებელი, „C4 კაქტუს მეჰარი“ იქნება, რომლის ესკიზებიც კი ჯერჯერობით გასაიდუმლოებულია.

No comments:

Post a Comment