დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, May 27, 2013

„მაკლარენი“ „ჰონდას“ ძრავებს მხოლოდ ფ1-ში გამოიყენებს

McLaren Says No to Honda Engines
26 მაისი
მას შემდეგ, რაც „მაკლარენმა“ და „ჰონდამ“ ფორმულა ერთში პარტნიორობის თანამშრომლობის განახლების შესახებ გვამცნეს, გაჩნდა ვარაუდი იმის შესახებ, რომ მათი პარტნიორობა, საგზაო ავტომობილების წარმოებასაც შეეხებოდა. კერძოდ, ამ ვარაუდის შესაბამისად, ბრიტანული კომპანია, თავის საგზაო ავტომობილებზე, „ჰონდას“ ძრავებს გამოიყენებდა.

მაგრამ ეს ინფორმაცია მონაკოს დიდი პრიზის წინ, „მაკლარენმა“ ოფიციალურად უარყო. როგორც ირკვევა, უოკინგელები ისევ იმ 3.8-ლიტრიან წყვილ ტურბოიან V8 ძრავზე აკეთებენ აქცენტს, რომელიც მამოძრავებელი ძალით, მათს ჯერჯერობით მხოლოდ ორ სუპერ ავტომობილს ასაზრდოებს. რა თქმა უნდა, ორივე შემთხვევაში, მას ფორსირების საკმაოდ განსხვავებული ხარისხი აქვს.
„მაკლარენის“ საგზაო ავტომობილების ბიზნესში ყველაზე პოპულარული თემა მალე მესამე ავტომობილი გახდება, რომელმაც კონკურენცია „პორშეს“ 911-ს უნდა გაუწიოს. სწორედ ამ ავტომობილისთვის „იმეტებდა“ გავრცელებული ხმები „ჰონდას“ ძრავს. მაგრამ „მაკლარენს“ ორიგინალობის შენარჩუნება სურს და როგორც ჩანს, ამ ბიზნესის პირველ ეტაპზე, სწორედ ზემოთ ნახსენები ძრავის ხარჯზე გავა ფონს. თუმცა, დიდი ალბათობით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ საწარმოო პროგრამის შევსების კვალობაზე, არსებული მოდელების შეცვლასთან ერთად, აგრეგატების გამაც გამრავალფეროვნდება.
აღსანიშნავია, რომ ეს ძრავი „მაკლარენს“ ბრიტანულ კომპანია „რიკარდოსთან“ ერთად აქვს შემუშავებული. ბაზისად კი გამოყენებულია „ნისანის“ VRH135-ის ის ვერსია, რომელიც ტომ უოკინშოუს გუნდმა, ლე მანის 1998 წლის რბოლისთვის სრულყო. თავის მხრივ, ამ აგრეგატის სრულყოფის პროცესში, „მაკლარენმა“ და „რიკარდომ“ სარბოლო საქმეებში გაწაფულ კომპანია „მენარდ კომპეტიშნ ტექნოლოჯიზისგან“ შეძენილი ტექნოლოგიური პროცესი გამოიყენს. მოკლედ, თავისუფლად შეიძლება ჩაითვალოს, რომ ეს „მაკლარენის“ ძღავია, რომელიც მომავალში ამ მიმართულებით აუცილებლად უფრო სერიოზულ ნაბიჯებს გადადგამს.
მოკლედ, ჟურნალ “ავტოქართან“ საუბრისას, „მაკლარენის“ წარმომადგენელმა, ვინც ვინაობის გამხელა არ ისურვა, განაცხადა, რომ „ჰონდასთან“ გაფორმებული ხელშეკრულება მხოლოდ ფ1-ს ეხება და საგზაო ავტომობილების წარმოებას - არა.
რაც შეეხება „პორშე 911-ის“ „მაკლარენისეულ“ კონკურენტს, რომელიც ამ ეტაპზე P13-ის სახელითაა ცნობილი, მისთვის ზემოთ ნახსენებ 3.8-ლიტრიანი V8 ძრავის დეფორსირებულ ვერსიას გამოიყენებენ.

No comments:

Post a Comment