დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, July 20, 2013

„ჰონდას“ უახლესი „ფიტი/ჯაზი“ - პირველი შეხვედრა

This is the All-New 2014 Honda Fitt – Jazz, Hybrid Version 35% More Fuel Efficient
20 ივლისი
„ჰონდამ“ ოფიციალურად გამოაქვეყნა თავის უახლეს (მესამე თაობის) სუბკომპაქტურ ვენ „ფიტის“ (იგივე ჯაზი) ფოტოები და მწირი ინფორმაცია. ავტომობილი პირველად იაპონურ ბაზარზე გამოჩნდება, შემდგომში კი მისი შეძენა სხვა ქვეყნებშიც იქნება შესაძლებელი. ზემოთ ავტომობილი სუბკომპაქტურ ვენად მოვიხსენიეთ, მაგრამ ეს მხოლოდ წინა ორი თაობის ინერციაა. რეალურად კი ახალი „ფიტი“ სუბკომპაქტური ჰეჩბეკია.
ახალი ავტომობილი, წინა ორი თაობისაზე სოლიდურად გამოიყურება, რასაც მისი დაკუთხული ფორმები და ოდნავ გაზრდილი გაბარიტები განაპირობებს. ახალია ინტერიერიც, სადაც ასევე გეომეტრიული ფორმების სიმრავლე იგრძნობა. ამასთან, უფრო მაღალ დონეზეა კომფორტი და ტექნოლოგიური სიახლეები, როგორიცაა მაჩვენებლების სენსორული მონიტორი ცენტრალურ კონსოლზე.
იაპონურ კომპანიას ახალი „ფიტის“ გაბარიტები არ გამოუქვეყნებია, თუმცა ადრე გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილის სიგრძე 3960 მილიმეტრია, ანუ წინამორბედისაზე 60 მილიმეტრით მეტი. 80 მილიმეტრით გაიზარდა ბორბლებს შორის ბაზაც, რომლის სიგრძემაც 2575 მილიმეტრს მიაღწია. 400 ლიტრს მიაღწია საბარგულის მოცულობამ (წინას მოცულობა 379 ლიტრია).
სექტემბერში ახალი „ფიტის“ იაპონურ ვერსიას „ჰონდა“ საშინაო ბაზარზე სამი ძრავით წარადგენს. მათგან ყველაზე მცირელიტრაჟიანია 1.3-ლიტრიანი 100 ცხენის ძალით, მეორე 1.5-ლიტრიანი 132 ცხენის ძალით და მესამე ჰიბრიდული ვერსია, რომლის სისტემაშიც შევა 1.5-ლიტრიანი ეტკინსონის ციკლის მქონე (გაფართოების გაზრდილი ციკლით) ძრავით, რომლის სიმძლავრეც უცნობია.
„ფიტ ჰაიბრიდი“ არის პირველი ავტომობილი, რომელიც „ჰონდას“ უახლესი სისტემა „სპორტ ჰაიბრიდ ინტელიჯენტ დუალ ქლაჩ დრაივით“ (i-DCD - სპორტულ ჰიბრიდული ინტელექტუალური ორმაგქუროიანი მოდებით) აღიჭურვება. ეს სისტემა მცირეგაბარიტიანი ავტომობილებისთვისაა შემუშავებული, რომელშიც ძრავს 7-საფეხურიანი ორქუროიანი ტრანსმისია (DCT) შეუწყვილდება. სისტემაში ასევე შედის ინტელექტუალური ძალური დანადგარი (IPU), რომელიც ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკსაც მოიცავს. „ჰონდა“ ირწმუნება, რომ ამ სისტემით აღჭურვილი ავტომობილი, ერთი ლიტრი საწვავით 36.4 კილომეტრს გაივლის, რაც 100 კილომეტრზე 2.7 ლიტრის ტოლფასია (იაპონური სტანდარტებით).
ჰიბრიდული სისტემა სამ რეჟიმში მუშაობს. ერთია სრულიად ელექტრული, რომლის დროსაც, ავტომობილი მხოლოდ ელექტრო ძრავის დახმარებით გადაადგილდება. მეორეა ჰაიბრიდ დრაივი, რომლის დროსაც, ავტომობილს როგორც შიდაწვის, ასევე ელექტრო ძრავიც ამუშავებს. მესამე რეჟიმი თავისუფალია და ამ დროს, ელექტრონიკა თვითონ ირჩევს, რომელი ძრავი გამოიყენოს.

No comments:

Post a Comment