დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, July 20, 2013

„ჰიუნდაი“ წყალბადზე მომუშავე ix35-ს ბრიტანეთში შეიტანს

The World's First Production Hydrogen Cars to Arrive in the UK
20 ივლისი
„ჰიუნდაიმ“ გამოაცხადა, რომ ძალიან მალე, პროექტ „წყალბადის ქსელის ექსპანსიის“ (LNHE) ფარგლებში, ლონდონის ქუჩებში მოძრაობას მისი ხუთი ფიჭურ-ელემენტიანი ქროსოვერი ix35 დაიწყებს, რომელთა ენერგიის წყაროც წყალბადი იქნება. პირველ ეტაპზე, კორეული კომპანია 1000 ცალი ასეთი ავტომობილის გამოშვებას გეგმავს, რომლებსაც ლიზინგით გადასცემს კერძო და საზოგადოებრივ კომპანიებს.
„პროექტ LHNE-ს ერთ-ერთი ძირითადი მონაწილე და მიმწოდებელი „ჰიუნდაი მოტორი“ ხდება, რომელიც წყალბადის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის შექმნაზე და მართვაზე სპეციალიზებულ კომპანიებთან ერთად, ბრიტანეთში წყალბადზე მომუშავე სატრანსპორტო ქსელის შექმნაზე იმუშავებენ. ეს ქსელი ლონდონს და აღმოსავლეთ ინგლისს დაფარავს“, - ნათქვამია „ჰიუნდაის“ რელიზში.
წყალბადს ფიჭურ ელემენტიანი „ჰიუნდაი ix35“, ამ ტიპის პირველი სერიული ავტომობილია მსოფლიოში. ეს ავტომობილი უკვე მოძრაობს კოპენჰაგენში (დანია), სადაც კორეულმა კომპანიამ 15 ცალი ივნისში შეიტანა, როცა ქალაქში საზეიმოდ გაიხსნა წყალბადით გაწყობის პირველი სადგური.
„ჰიუნდაი“ წყალბადზე მომუშავე ix35-ის საცალო გაყიდვებს 2015 წელს დაიწყებს. ჯერჯერობით საცალო ფასი დადგენილი არ არის, თუმცა კორეული კომპანია იმედოვნებს, რომ წლიურად დაახლოებით 10 000 ცალი ფიჭურელემენტიანი ix35-ის გაყიდვას შესძლებს.

No comments:

Post a Comment