2014 F1 cars to be much heavier
20 ივლისი
გერმანულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, მომავალ
სეზონში ბოლიდები საგრძნობლად დამძიმდება. გაზეთ „ბილდის“ რეპორტიორი ფრანკ შნაიდერი
ამბობს, რომ მართალია, ძრავი დაპატარავდება, მაგრამ სამაგიეროდ, სისტემა ERS-ის (ენერგიის
აღდგენის სისტემა) და ელემენტების გაზრდილი ბლოკის წყალობით, ავტომობილი წონაში
(ახლანდელთან შედარებით) 50 კილოგრამით და მეტით მოიმატებს.
„დამძიმება დიდ ცვლილებას მოგვცემს. და რაც
მთავარია, ამის გამო, მართვის სტილიც შესაცვლელი იქნება“, - ამბობს მსოფლიოს
სამგზის ჩემპიონი და მიმდინარე სეზონის ლიდერი სებასტიან ფეტელი.
ცნობისათვის, ახლანდელი 2.4-ლიტრიანი V8 ძრავები
მხოლოდ 95 კილოგრამს იწონის, 1.6-ლიტრიანი V6 ტურბო ძრავების წონა კი ტურბოკომპრესორიანად
დაახლოებით 145 კილოგრამი იქნება. თანაც, ამაში არ შევა ERS-ის ელემენტების ბლოკის
წონა. სამაგიეროდ, მნიშვნელოვნად დაპატარავდება საწვავის ავზი. თუ ამ სეზონში
მანქანები რბოლას 150 კილოგრამი საწვავით იწყებენ, მომავალი სეზონიდან მაქსიმუმ 100
კილოგრამი (ფ1-ში საწვავი კილოგრამობით იზომება) უნდა იყოს.
იცვლება ავტომობილის მინიმალური ზღვრული წონაც.
ამჟამად ლიმიტი 640 კილოგრამია, მომავალი სეზონიდან კი 660 კილოგრამი იქნება.
No comments:
Post a Comment