დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, July 19, 2013

პირველი 1000 „ფორდ მუსტანგი“ სპეც ვერსია იქნება

First 1000 next-gen Ford Mustangs to be sold as special editions
19 ივლისი
შემდეგი თაობის „ფორდ მუსტანგი“, რომელსაც ამერიკული კომპანია ყველა წინა მოდელისგან განსხვავებულს გვპირდება, პირველი 1000 ცალი სპეციალური ვერსიის სახით გამოვა. ინფორმაციის წყაროა „ფორდის“ წარმომადგენელი, რომელიც ავტომობილს 2014.5-ად მოიხსენიებს. სავარაუდოდ, ეს სახელი მისი დებიუტის დროს მიგვითითებს - 2014 წლის მაისს.
ახალი „მუსტანგის“ ბაზარზე გამოსვლა, ამ ავტომობილის 50 წლის იუბილეს დაემთხვევა. ეს იქნება პირველი ავტომობილი, რომელიც უახლეს პლატფორმა S550-ზე აიგება. ავტომობილი (სპეც ვერსია) 5.0-ლიტრიანი V8 ძრავით აღიჭურვება, რომლის მაქსიმალური სიმძლავრეც 444 ცხენის ძალას მიაღწევს. ავტომობილები უნიკალურ ნუმერაციას მიიღებენ.
ჯერჯერობით უცნობია, ეს სპეციალური ვერსიები მხოლოდ ამერიკის ბაზრისთვის იქნება განკუთვნილი, თუ მას სხვა ბაზრებზეც გაიტანენ. სავარაუდოდ, ეს მხოლოდ კონკრეტულ დილერზე იქნება დამოკიდებული. რა თქმა უნდა, ავტომობილის ფასი უცნობია, თუმცა ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, ის საბაზო ვერსიაზე ძვირი ეღირება.
არადა, სტანდარტული „მუსტანგისგან“ სპეციალური ვერსია ბევრი არაფრით იქნება განსხვავებული. მთავარი განსხვავება ძრავია. ტოპ ვერსიებზე, მათ შორის პირველ ათასეულზე, V8 ძრავს დააყენებენ. ძირითადი აგრეგატი კი „ფოკუს ST-ს“ მოდიფიცირებული 2.3-ლიტრიანი ძრავი იქნება.

საერთოდ, „მუსტანგის“ სპეც ვერსიების გამოშვებას „ფორდი“ ამ ავტომობილთან დაკავშირებულ რომელიმე გამორჩეულ მოვლნას უძღვნის. მაგალითად, ბოლო სპეც ვერსია „მუსტანგის“ 45 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 2009 წელს გამოვიდა.

No comments:

Post a Comment