დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, September 28, 2013

„ლენდ როვერს“ მის ავტომობილებზე მოთხოვნის დაკმაყოფილება უჭირს

Land Rover Struggling With Huge Demand for New SUVs
28 სექტემბერი
ევროპაში საავტომოპბილო ბაზრის კრიზისია - გაყიდვები განუხრელად ეცემა და ამ დაცემის ფსკერი ჯერ არ გამოჩენილა. მაგრამ „ლენდ როვერს“ ეს კრიზისი არ ეხება. ჩინეთში მის ავტომობილებზე წარმოუდგენლად მაღალი მოთხოვნის გამო, კომპანია შეკვეთების დაკმაყოფილებას ვერ აუდის. და ეს იმის მიუხედავად, რომ წარმოებას მუდმივად ზრდის. განსაკუთრებული პოპულარობით კი ბრიტანული კომპანიის ორი უახლესი ავტომობილი - „რეინჯ როვერი“ და „რეინჯ როვერ სპორტი“ (ფოტოზე) სარგებლობს.
ორივე ავტომობილზე მრავალთვიანი რიგი დგას. „სპორტზე“ მოლოდინის პერიოდი ცხრა თვეა, „რეინჯ როვერზე“ კი - ექვსი თვე. მოთხოვნა განსაკუთრებით მაღალი ჩინეთშია. არადა, იქ „რეინჯ როვერი“ ძალიან ძვირი - 2.8 მილიონი იუანი ღირს, რაც დაახლოებით 338 000 ევრო ღირს. მაგრამ ჩინელები უფრო მეტსაც (დაახლოებით 60 000 ევროს ექვივალენტურ თანხას) კი იხდიან იმისათვის, რომ მოლოდინის სიის სათავეში მოექცნენ.
სამწუხაროდ, „ლენდ როვერს“ არაფერი შეუძლია იმისათვის, რომ ეს რიგები შეამციროს - მისი სოლიჰალის (ცენტრალური ინგლისი) ქარხანა სრული დატვირთვით, კვირაში შვიდი დღე, დღეში 24 საათი მუშაობს. როგორც ანალიტიკური კომპანია „ბერნშტაინი“ აცხადებს, „იაჰუარ ლენდ როვერმა“ ამ ორ ავტომობილზე მოთხოვნის რეალური მოცულობა ვერ გათვალა. სწორედ ამის შედეგია ის, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ორივე ავტომობილზე მოთხოვნა „ლენდ როვერის“ შესაძლებლობებს დაახლოებით 40 პროცენტით აღემატება.
პრობლემას ის გარემოებაც ართულებს, რომ „იაგუარ ლენდ როვერი“, თავის ყოფილ მფლობელ „ფორდისგან“ საკმარისი რაოდენობით ძრავებს ვერ ღებულობს. „იაგუარისა“ და „ლენდ როვერის“ მოდელები მეტწილად სწორედ ამერიკული კომპანიის ძრავებითაა აღჭურვილი. ბრიტანული კომპანიები საკუთარ ოთხცილინდრიან ძრავებს 2015 წლიდან გამოუშვებენ. ეს იქნება მოდულური ძრავი, რომლის რვაცილინდრიან სტრუქტურად გადაკეთება პრობლემა არ იქნება, თუმცა ასეთი აგრეგატების წარმოება ჯერ გადაწყვეტილი არაა.

No comments:

Post a Comment