დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, August 23, 2015

ოჟიემ გერმანიაში გაიმარჯვა და მესამე ტიტულს მიუახლოვდა

Rallying-Leader Ogier claims German win to edge close to title
23 აგვისტო
მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა და მიმდინარე სეზონის ლიდერმა სებასტიან ოჟიემ გერმანიის რალი მოიგო და კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა სანუკვარ მიზანს - მესამე ტიტულს. ფრანგ მრბოლს 9 ეტაპიდან ექვსი აქვს მოგებული და პრაქტიკულად მიუწვდომელია მდევრებისთვის. მან ამჯერადაც აჯობა თავის უშუალო კონკურენტსა და იმავდროულად თანაგუნდელს, ფინელ იარი-მატი ლატვალას.
მთელი რბოლის განმავლობაში, რომელიც დასავლეთ გერმანიის ვენახების მხარეში, მდინარე მოზელის გასწვრივ ჩატარდა. მანვე დამაჯერებლად მოიგო რბოლის დამაგვრიგვინებელი სუპერ სპეცმონაკვეთი, რომელიც პანცერპლატეს სამხედრო ბაზასთან ჩატარდა. ეს მის კარიერაში 30-ე გამარჯვებაა, რითაც ფინელ მარკუს გრონჰოლმს გაუტოლდა. თუ ოჟიე მომდევნო ეტაპს, რომელიც ავსტრალიაში გაიმართება, ლატვალაზე წინ დაასრულებს, მესამე ტიტულსაც გაინაღდებს.
ოჟიემ თავიდანვე ხელთ იგდ ლიდრობა და მიუხედავად იმისა, რომ ორის გარდა, ყველა სპეცმონაკვეთზე უსწრაფესი იყო, საბოლოოდ ლატვალას მაინც მხოლოდ 23 წამით აჯობა. რაც შეეხება „ფოლკსვაგენს“, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატში მხოლოდ მესამე სეზონს ატარებს, მისმა ეკიპაჟმა პირველად შეძლო გერმანიაში გამარჯვება. ამგვარად, ვოლფსბურგელებს ყველა ის რბოლა აქვთ მოგებული, რომლებიც WRC-ს კალენდარში შედის.
ავსტრალიის რალი 10-13 სექტემბერს გაიმართება.

გერმანიის რალის შედეგები
1. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, ფოლკსვაგენი)           3:35:49.500
2. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, ფოლკსვაგენი)         +00:23.000
3. ანდრეას მიკელსენი (ნორვეგია, ფოლკსვაგენი)       01:56.600
4. დანიელ სორდო (ესპანეთი, ჰიუნდაი)                       02:09.300
5. ტიერი ნოივილი (ბელგია, ჰიუნდაი)                          02:33.800
6. ელფინ ევანსი (ბრიტანეთი, ფორდი)                          02:52.100
7. მადს ოსტბერგი (ნორვეგია, სიტროენი)                     03:12.500
8. ოტ ტაენაკი (ესტონეთი, ფორდი)                                04:26.600
9. ჰეიდენ პადონი (ახ.ზელანდია, ჰიუნდაი)                04:46.800
10. სტეფან ლეფებვრი (საფრანგეთი, სიტროენი)         04:54.500

No comments:

Post a Comment