დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, July 29, 2015

კონცეპტი C-BEV „აუდი Q6 e-ტრონის“ წინამორბედი გახდება

2018 Audi Q6 to be previewed by C-BEV concept at Frankfurt
29 ივლისი
„აუდიმ“ თავისი ახალი კონცეპტუალური ავტომობილის, C-BEV-ის ფოტო ტიზერები გამოაქვეყნა. არაოფიციალური ინფორმაციით, ეს კონცეპტი, სერიულ ელექტრულ ქროსოვერ „Q6 e-ტრონის“ წინამორბედი გახდება, რომლის წარმოების შესახებაც, ცოტა ხნის წინ, თვით „აუდის“ მთავარმა ინჟინერმა, ულრიხ ჰაკენბერგმა განაცხადა. ამ კონცეპტის პრემიერა ფრანკფურტის მოტორ შოუზე გაიმართება.
ჰაკენბერგის თქმით, ახალი ავტომობილი კონცეპტ „პროლოგის“ ბევრ ელემენტს მიიღებს, მთლიანობაში კი ის უფრო ემოციურ და სპორტულ სტილში შესრულდება. ჰაკენბერგმა ასევე თქვა, რომ „Q6 e-ტრონი“ დიდი ზომის პრემიუმ ავტომობილი იქნება, რომლის სვლის სიშორეც 500 კილომეტრზე მეტი უნდა იყოს. ახალი ავტომობილი ბაზარზე 2018 წელს უნდა გამოვიდეს.
„Q6 e-ტრონს“ „ფოლკსვაგენის“ ჯგუფის მოდულურ პლატფორმა MLB 2-ზე ააგებენ, რომელიც მეორე თაობის Q7-ზე გამოიყენეს. ელექტრულ ქროსოვერს მამოძრავებელ ძალას „R8 e-ტრონის“ მოდერნიზებული აგრეგატები მიანიჭებენ, რომელთა სიმძლავრეც 300, 400 და 500 ცხენის ძალა იქნება.
„Q6 e-ტრონი“ ბაზარზე კონკურენციას „ტესლას“ ელექტრულ ქროსოვერ „მოდელ X-ს“ გაუწევს, რომლის წარმოებასაც ამერიკული კომპანია მალე დაიწყებს. ამავე სეგმენტში ავტომობილების წარმოებას მალე სხვა პრემიუმ კომპანიებიც დაიწყებენ.

No comments:

Post a Comment