დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, July 25, 2015

„სუზუკი გრანდ ვიტარა 4სპორტის“ ბრაზილიური დებიუტი

Suzuki Grand Vitara 4Sport launched – Brazil
25 ივლისი
„სუზუკიმ“ ბრაზილიის ბაზარზე, მოდელ „გრანდ ვიტარას“ ვერსია „4სპორტი“ წარადგინა, რომელიც კიდევ უფრო მეტადაა ორიენტირებული უგზოობაზე. მისი კონცეპტუალური ვერსიის პრემიერა, სან პაულუს შარშანდელ მოტორ შოუზე წარადგინა. იაპონურმა კომპანიამ ამ ერთი წლის განმავლობაში, ავტომობილს ინტენსიური ტესტები ჩაუტარა.
სტანდარტული „გრანდ ვიტარასგან“, მისი ვერსია „4სპორტი“ გარეგნულად შავი ფერის რადიატორის ცხაურით, მქრქალი შავი პლასტიკური ბამპერებით, გვერდითა ზღურბლებით და ბორბლების შავი პლასტიკური თაღბით გამოირჩევა, რომლებიც ბამპერებში გადადის. მძღლის კარს წარწერა „4სპორტი“ ამშვენებს. კონცეპტუალურ ავტომობილს ჰაერის დამატებითი ამღები ჰქონდა, თუმცა ის სერიულ ვერსიას არ აქვს. „გრანდ ვიტარა 4სპორტი“ მხოლოდ თეთრად და ვერცხლისფრად შეიღებება.
„გრანდ ვიტარას“ ახალი ვერსია აღჭურვილია შეცვლილი დაკიდების სისტემით, რომლის წყალობითაც, ავტომობილის კლირენსი 65 მილიმეტრით გაიზარდა. შესაბამისად, უგზოობის პირობებში მისი შესაძლებლობებიც გაუმჯობესებულია. ასევე შეიცვალა ბორბლები - ავტომობილი უფრო დიდი, 245/65R17 ზომის ალუმინის ბორბლებზე დადგა.
„სუზუკი გრანდ ვიტარა 4სპორტს“ მამოძრავებელი ძალით ბენზინის 2.0-ლიტრიანი ძრავი უზრუნველყოფს, რომელიც 140 ცხენის ძალას (6 500 ბრ/წთ-ზე) და 186 ნიუტონმეტრს (4 000 ბრ/წთ-ზე) გამოიმუშავებს. ძრავთან წყვილში, მყიდველის სურვილის შესაბამისად, 5-საფეხურიანი მექანიკური, ან 4-საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი იმუშვებს. სრულ ამძრავიანი სისტემა კი ამძრავ ძალას ყველა ბორბალს უნაწილებს.

No comments:

Post a Comment