დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, July 19, 2015

„მაკლარენმა“ 675LT-ს წარმოება დაიწყო

McLaren 675LT Begins Production, All 500 Units Are Already Sold Out
19 ივლისი
„მაკლარენმა“ სუპერ ავტომობილ 675LT-ზე, კვოტით გათვალისწინებული 500-ვე შეკვეთა მიიღო და მის წარმოებასაც შეუდგა. ეს არის მოდელ 650S-ის უფრო სწრაფი და პირქუში ვერსია, ავტომობილისა, რომელიც „ფერარი 488 GTB-ს“ უშუალო კონკურენტია. ახალი ავტომობილი შესანიშნავი მახასიათებლებით გამოირჩევა და ერთ-ერთი საუკეთესოა თავის კლასში.
675LT აღჭურვილია იმავე 3.8-ლიტრიანი წყვილ ტურბოიანი V8 ძრავით, რომელიც უოკინგელთა ყველა ავტომობილზე გვხვდება. ოღონდ, განსხვავებული ფორსირებით. როგორც ავტომობილის სახელი მიგვითითებს, მისი ძრავის სიმძლავრე 675 ცხენის ძალაა, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი 700 ნიუტონმეტრს აღწევს. ავტომობილის წონის (1230 კილოგრამი) და სიმძლავრის ფარდობა, ყოველ პირობით ტონაზე 549 ცხენის ძალას აღწევს.
ძრავთან წყვილში, მასთან ორქუროიანი გადაბმულობით დაკავშირებული ნახევრად ავტომატური გადაცემათა კოლოფი მუშაობს. ამ ტანდემის დახმარებით, ავტომობილს ადგილიდან ასის ასაკრეფად 2.9 წამი ჰყოფნის, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 330 კმ/სთ-ს აღწევს. 675LT აქტიური აეროდინამიკური ელემენტებითაა აღჭურვილი, რომელთაგან ყველაზე გამორჩეული, უკანა ანტი ფრთაა, რომელიც დამუხრუჭებისას დახრის კუთხეს და მასთან ერთად, აეროდინამიკურ წინააღმდეგობას ზრდის.
„მაკლარენ 675LT-ს“ საწყისი ფასი 259 500 გირვანქა სტერლინგი, ან 405 570 დოლარია.


ვიდეო

No comments:

Post a Comment