დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, July 18, 2015

„კიონიგსეგი“ წარმოების გაფართოებას გეგმავს

Koenigsegg Wants to Expand and Build ‘Normal’ Cars under new Sub-Brand
18 ივლისი
მსოფლიოში ერთ-ერთი უსწრაფესი საგზაო ავტომობილის, „რეგერას“ გამოშვების შემდეგ, შვედურ კომპანია „კიონიგსეგის“ დამაარსებელმა და მფლობელმა, კრისტიან ფონ კიონიგსეგმა განაცხადა, რომ უფრო ხელმისაწვდომი ავტომობილების წარმოებაც სურს. გამოცემა „ქარ ტროტლთან“ საუბრისას მან თქვა, რომ უფრო „მიწიერი“ ავტომობილების წარმოებასაც გეგმავს, რისთვისაც იმავე პრინციპებს გამოიყენებს, რომლებიც ჰიპერ ავტომობილების წარმოებაში აქვს დანერგლი.
რას გუისხმობდა ამაში, ვერავინ იტყვის, თუმცა თავად ის ფაქტი, რომ მას წარმოების მოცულობის გაზრდა და სხვა სეგმენტში შეღწევა სურს, უკვე მრავლის მთქმელია. ამასთან, მასვე კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ სხვა ტიპის ავტომობილების „კიონიგსეგის“ მარკით გამოშვება, ამ ბრენდს დააკნინებს. ამიტომ, თუ „ნორმალური“ ავტომობილების წარმოებას გადაწყვეტს, ამისთვის სხვა სახელს გამოიყენებს.
ფონ კიონიგსეგი ამბობს, რომ სხვა ავტომწარმოებელთან პარტნიორობა ცუდი იდეა არ არის და რომ მოლაპარაკებისთვის მზადაა. სხვათა შორის, არცთუ დიდი ხნის წინათ, მას გაკოტრებული კომპანია „სააბის“ გამოსყიდვა სურდა, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია. როგორც ჩანს, „ნორმალური“ ავტომობილების წარმოება მისი ახალი გატაცება არაა. მაგრამ ამჯერად სიტყვა „ნორმალურში“ ის სედანებს და ქროსოვერებს არ მოიაზრებს. ფონ კიონიგსეგს სურს, რომ ახალი ქვე-ბრენდით „მაკლარენ სპორტს სერის“ მსგავსი ტიპის სუპერ ავტომობილების წარმოება დაიწყოს.
ფონ კიონიგსეგი აღიარებს, რომ მის კომპანიას დაწყებული აქვს მუშაობა ოთხკარიანი ავტომობილის პროექტზე და დასძენს, რომ ამ ავტომობილის გამოშვება ხუთ წელიწადში იქნება შესაძლებელი. ამ ავტომობილს ის „ბუგატი ვეირონის“ ოთხკარიანი (შესაძლო) შემცვლელის მომავალ კონკურენტად მოიაზრებს.

No comments:

Post a Comment