დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, July 18, 2015

ჟიულ ბიანკი 25 წლისა გარდაიცვალა

Formula 1 driver Jules Bianchi has died at the age of 25
18 ივლისი
ფორმულა 1-ის 25 წლის პილოტი, ფრანგი ჟიულ ბიანკი, იაპონიის შარშანდელი დიდი პრიზის რბოლისას (ოქტომბერში) მოხდარ ავარიაში მიღებული ტრავმების შედეგად გარდაიცვალა. „მარუსიას“ (ახლანდელი მენორი) პილოტი მას შემდეგ კომაში იმყოფებოდა. ბიანკის ოჯახის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია: „ჟიული, ისე როგორც სჩვეოდა, სიცოცხლისთვის ბოლომდე იბრძოდა, მაგრამ დღეს მისი ბრძლა დასრულდა“.
ბიანკის დაღუპვა, 1994 წლის შემდეგ პირველი ფატალური შემთხვევაა ფორმულა 1-ში. 21 წლის წინთ, იმოლას ტრეკზე, სან მარინოს დიდი პრიზის თავისუფალ პრაქტიკასა და რბოლაში, ავსტრიელი როლანდ რატცენბერგერი და ფ1-ის სამგზის ჩემპიონი, ბრაზილიელი აირტონ სენა დაიღუპნენ. შარშან კი, ბიანკის ავარიამდე, ადრე (ტესტებზე) მიღებული ტრავმების შედეგად, „მარუსიას“ ტესტ პილოტი, ესპანელი მარია დე ვილოტა გარდაიცვალა.
ბიანკი „ფერარის“ ახალგაზრდა მრბოლთა სკოლის კურსდამთავრებულია. ფ1-ში 2012 წლიდანაა. მაშინ ის „ფორს ინდიამ“ სარეზერვო პილოტად აიყვანა. იმ სეზონში, რამდენჯერმე თავისუფალ პრაქტიკებზე გამოსვლის საშუალება მიეცა და ეს საკმარისი გამოდგა იმისათვის, რომ სპეციალისტთა ყურადღება მიექცია. მომდევნო სეზონიდან „მარუსიას“ პილოტი გახდა, რომელსაც ფ1-ში პირველი ქულები შარშან, მონაკოს დიდი პრიზის რბოლისას მოუპოვა.
12 თვის წინ, სილვერსტოუნზე ტესტებისას, „ფერარიში“ დაშავებული კიმი რაიკონენი შეცვალა და ფინელის მიერ ბრიტანეთის დიდი პრიზის რბოლისას ნაჩვენებ დროზე უკეთესი შედეგები დააფიქსირა. ფორმულა ერთმა ბიანკის სახით ამომავალი ვარსკვლავი დაკარგა.

No comments:

Post a Comment