დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, July 18, 2015

ახალი კომპანია „ფარადეი ფიუჩა“ ელექტრომობილს ამზადებს

New Electric Car Company Emerges: Faraday Future
18 ივლისი
შეერთებულ შტატებში ახალი საავტომობილო კომპანია დაარსდა, რომელიც მალე ელექტრომობილების წარმოებას დაიწყებს. მისი სახელია „ფარადეი ფიუჩა“ და ის შტატ კალიფორნიაშია ბაზირებული. შტაბ-ბინა გარდენაში, „ნისანის“ კვლევისა და განვითარების ყოფილ ცენტრში აქვს. FF-ს (თავად მისი დამაარსებლები კომპანიას ასე მოიხსენიებენ) უკვე 200 თანამშრომელი ჰყავს და კიდევ ასის აყვანას აპირებს. წარმოების დაწყებას კი 2017 წელს გეგმავს.
ახალი კომპანია თავის პირველ ავტომობილს, პარტნიორი კომპანიის ქარხანაში გამოუშვებს. მის შესახებ მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ კომპანია ამერიკულია. ამასთან, ავტომობილის მთავარ კომპანენტებს სხვა ქვეყნებში გამოუშვებენ. არც იმაზეა რამე ცნობილი, თუ რა ტიპის ელექტრომობილის წარმოება იგეგმება. გავრცელებული ტიზერის მიხედვით, ეს უნდა იყოს მაღალი კლირენსის მქონე სედანი.
„ფარადეი ფიუჩა“ იმ პირებმა დააარსეს, რომლებსაც სხვა კომპანიების გახმაურებულ პროექტებში აქვთ წვლილი შეტანილი. მაგალითად, ნიკ სემპსონი „ტესლა მოდელ S-ის“ შასის შემუშავებისას, წამყვანი ინჟინერი იყო, რიჩარდ კიმი „ბეემვეს“ ორი უახლესი ელექტრომობილის, i8-ს და i3-ის დზაინის ჯგუფს უძღვებოდა, სილვა ჰიტი „შევროლე ვოლტის“ ძალური დანადგარის შექმნაზე მომუშავე წამყვანი სპეცალისტი იყო, პონტუს ფონტეუსი „ლამბორგინიში“, „ფერარისა“ და „ლენდ როვერშია“ ნამუშევარი და ახალი პროექტის ინტერიერის დიზაინს ხელმძღვანელობს, ექსტერიერი კი პეიჯ ბირმანს ჩააბარეს, რომელიც „ბეემვეში“ კრეატივის დირექტორი იყო. პორტერ ჰარისი კი კოსმოსურ პროექტ „სპეის X-ზე“ მუშაობდა და ამჟამად ენერგიის შესანახ ელემენტებზე მუშაობს.
„ფარადეი ფიუჩა“ ირწმუნება, რომ მისი პირველი ავტომობილი, „ტესლა მოდელ S-ზე“ 15 პროცენტით ტევადი ელემენტების ბლოკით აღიჭურვება, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ბლოკის ენერგო ტევადობა 100 კილოვატსაათს მიაღწევს. ამასთან, ბლოკს ენერგიის სწრაფად მიღების და დახარჯვის უნარი ექნება. მისი არქიტექტურა მასობრივ წარმოებაზე უნდა იყოს გათვლილი. წარმოებაში ახალი პროცესები და ტექნოლოგიები დაინერგება.

No comments:

Post a Comment