დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, July 26, 2015

„ბეემვე“ უგზოობის ელექტრომობილის გამოშვებას აპირებს

German Press Claims BMW Is Pondering an All-Electric SUV
26 ივლისი
გერმანულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, „ბეემვე“ უგზოობის ელექტრომობილის გამოშვებას აპირებს, რომლითაც შესაძლოა, კონკურენციას „ტესლას“ შესაბამისი კლასის „მოდელ X-ს“ გაუწევს. ეს ავტომობილი ბაზარზე ჯერ არ გამოსულა, თუმცა „ტესლა“ მასზე დიდ იმედებს ამყარებს და ბაზრის მიმომხილველებიც თვლიან, რომ ასეთ ავტომობილებს კარგი მომავალი აქვს.
იმავე ინფორმაციით, ბავარიულ კომპანიას ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს. კომპან ბაზარზე ამერიკული კომპანიის სიახლის გამოსვლას დაელოდება და მისი წარმატების შემთხვევაში, მსგავსი ავტომობილის შემუშავებას შეუდგება. მიმომხილველები თვლიან, რომ ასეთი სიფრთხილის გამოჩენა ზედმეტია, რადგან უგზოობის ელექტრომობილის უცილობელ პოპულარობაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ (არაოფიციალური ინფორმაციით) „ტესლას“ თავის „მოდელ X-ზე“ უკვე 20 000-ზე მეტი შეკვეთა აქვს მიღებული. პრობლემას მხოლოდ ის ფაქტი ქმნის, რომ ამერიკულმა კომპანიამ ამ ავტომობილის წარმოების დაწყება რამდენჯერმე გადადო.
„ბეემვემ“ ელექტრომობილების წარმოება შარშან დაიწყო და მათ ბაზარზე ახალი ქვე-ბრენდით უშვებს. ბავარიელებს უკვე აქვთ შესაბამისი ტექნოლოგიები და უგზოობის ელექტრომობილისთვის, i3-ის მაკომპლექტებლების დიდი ნაწილის გამოყენებასაც შეძლებენ, რაც საქმეს დააჩქარებს და გააიაფებს. შესაბამისად, ეს პროდუქციის ღირებულებაზე დადებითად აისახება.

No comments:

Post a Comment