დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, July 27, 2015

„ტესლას“ ჩინური კლონი

China Creates Very Tesla-Like Concept For Model S Rivaling Electric Sedan
27 ივლისი
ჩინურ საავტომობილო ბიზნესს ერთი თავისებურება აქვს - მისი არაერთი კომპანია, პოპულარულ მოდელებს კოპირებს და მიუხედავად ორიგინალური მოდელების მწარმოებელთა დიდი უკმაყოფილებისა და სასამართლო გარჩევებისა, მაინც არ იშლის თავისას. იმიტომ, რომ გასდის - ჩინურ კომპანიებს ჯერჯერობით განვითარებულ ქვეყნებში ავტომობილები თითქმის არ გააქვთ და იქ დაჯარიმების არ ეშინიათ, შინ კი მათ არავინ აჯარიმებს. დასავლურ კომპანიებს კი მსოფლიოს უდიდეს ბაზარზე საქმის გაფუჭება არ სურთ - თუ ისინი ჩინურ კომპანიებს შეავიწროებენ, ჩინეთში მათ შეუქმნიან პრობლემებს...
და აი, მორიგი კლონიც - „იუსია მოტორსის“ ელექტრული სედანი X, რომელიც გარეგნულადაც და შინაგანადაც „ტესლა მოდელ S-ს“ მოგაგონებთ. ერთი შეხედვით, ეს ავტომობილი ორიგინალს ძიერ არ ჰგავს - მისმა დიზაინერებმა როგორღაც მოახერხეს სრული კლონირებისგან თავის არიდება. მაგრამ სედან X-ს, ფალს რადიატორის ცხაურის მოყვანილობა „ტესლას“ სედანის ამავე ელემენტის მსგავსი აქვს. ოღონდ, მათ ზომებში დიდი განსხვავებაა - ჩინური სედანი კომპაქტურია.
სედანი X აღჭურვილია ელექტრო ძრავით, რომელიც 348 ცხენის ძალას და 440 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. ამ აგრეგატის დახმარებით, კომპაქტურ ავტომობილს ადგილიდან ასის აკრეფა 5.6 წამში შეუძლია. მის მაქსიმალურ სიჩქარეზე ჩინური კომპანია არაფერს ამბობს. ელექტრული სედანი ელემენტების სამი განსხვავებული ბლოკითაა ხელმისაწვდომი. მათი ტევადობა 40, 60 და 85 კილოვატსაათია. შესაბამისად, მათი დახმარებით ავტომობილს, ერთი სრული დამუხტვის შემთხვევაში, 220, 330 და 460 კილომეტრის გავლა შეუძლია. ამასთან, ყველაზე ტევად ბლოკის ნახევარსაათიანი დამუხტვა საკმარისია იმისათვის, რომ ავტომობილმა დაახლოებით 270 კილომეტრი გაიაროს. რა დროა საჭირო სრული დამუხტვისთვის, ამაზე „იუსია მოტორსი“ სდუმს.

ჩინურ ბაზარზე ამ ავტომობილის დებიუტი მომავალ წელს გაიმართება. არაოფიცალური ინფორმაციით, ავტომობილი 200-300 ათასი იუანი ეღირება, რაც დაახლოებით 32-48 ათასი დოლარის ექვივალენტურია და თანაც, სახელმწიფო სუბსიდიების გათვალისწინებით, რაც ეკოლოგიური ავტომობილების მყიდველთათვის არის დაწესებული.

No comments:

Post a Comment