დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, July 30, 2015

„ლამბორგინი“ პებლ ბიჩში ახალ ავტომობილს წარადგენს

Private Showing Of Latest Lamborghini Supercar Set For Pebble Beach
30 ივლისი
მალე პებლ ბიჩში საავტომობილო კვირეული დაიწყება, რომლის ფარგლებშიც, ძალიან პოპულარული ელეგანტურობის კონკურსის გარდა, რბოლები, აუქციონები და დახურული პრემიერებიც მოეწყობა. კვირეულზე დასწრებისთვის საჭრო ბილეთი საკმაოდ ძვირი - 300 დოლარი ღირს, თუმცა ამ თანხით შეძენილი საშვი საკმარისი არაა იმისათვის, რომ დახურულ ჩვენებაზე მოხვდეთ. ეს დიდი ბიზნესის ნაწილია, სადაც მხოლოდ ელიტარულ მომხმარებლებს, კოლექციონერებს და უბრალოდ, ძალიან მდიდარ ადამიანებს ელიან.
არცაა გასაკვირი, რადგან ერთ-ერთ ასეთ ჩვენებაზე, „ლამბორგინი“ თავის უახლეს სუპერ ავტომობილს წარადგენს. კვირეული 13-16 აგვისტოს გაიმართება. ახალი, ძალიან ექსკლუზიური „ლამბოს“ ხილვის საშუალება, ამ ავტომობილის პოტენციურ მყიდველს მიეცემა. მალე კი ეს ავტომობილი, მსოფლიო პრემიერაზე, ფრანკფურტის მოტორ შოუზე წარდგება.
როგორც გამოცემა „მოტორ ტრენდი“ იტყობინება, სანტ’აგატა ბოლონეზელები ამ ავტომობილს მხოლოდ 30 ცალს დაამზადებენ. ამათგან 20 კუპე იქნება, 10 კი - როდსტერი. ფასზე ჯერ არაფერია ცნობილი, თუმცა მისი შეძენის მსურველს, ჯიბეზე ერთი-ორი მილიონი დოლარი მაინც უნდა ჰქონდეს.
ასევე „მოტორ ტრენდის“ ინფორმაციით, ახალი ავტომობილი, „ავენტადორ SV LP750-4-ის“ ბაზაზეა შემუშავებული. ოღონდ, მასზე მსუბუქი და მძლავრი იქნება. რაც შეეხება ფორმას, „ლამბო“ რომ არც ამ მხრივ გაგვაწბილებს. იტალიური კომპანიის დიზაინერებს საკმარისი ფანტაზია აქვთ იმისათვის, რომ მათ ნამუშევარში „ლამბო“ ამოვიცნოთ და თანაც, ეს „ლამბო“ აღფრთოვანებას უნდა იწვევდეს. გავიხსენოთ თუნდაც „ვენენო“ (ფოტოზე) და „ეგოსტა“.

No comments:

Post a Comment