დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, July 30, 2015

„ინფინიტი“ ფ1-ის ბოლიდის ტესტების შანსს გაძლევთ

Infiniti Offers You The Chance To Win A Test Drive With A Formula 1 Car
30 ივლისი
„ინფინიტიმ“ ახალი მარკეტინგული კონკურსი-კამპანია წამოიწყო, სახელწოდებით „ალტიმეიტ ტესტ დრაივ“ (მაქსიმალური ტესტ მართვა), რომლის გამარჯვებულსაც, „რედ ბულის“ ფორმულა 1-ის სარბოლო ავტომობილის საჭესთან დაჯდომის და მისი მართვის საშუალება მიეცემა!
კონკურსის პირობა მარტივია - მასში მონაწილეობის მსურველი უნდა მივიდეს „ინფინიტის“ ახლომდებარე ცენტრში და რომელიმე მოდელის ტესტი ჩაატაროს. ამგვარად, ის ავტომატურად მოხვდება კონკურსის მონაწილეთა სიაში. საერთო სიიდან 25 საუკეთესო შეირჩევა, რომლებსაც საკუთარი შესაძლებლობების დემონსტრირების საშუალება ბრიტანეთში, როკინგემის ტრეკზე მიეცემათ. იქ მათ ინსტრუქტაჟს ფ1-ის ყოფილი პილოტი სებასტიან ბუემი ჩაუტარებს.
ეს ეტაპი რეგიონებში გაიმართება და 3-3 საუკეთესო შეირჩევა, რომლებიც აბუ დაბიში გაემგზავრებიან, სადაც მიეცემათ კიდეც ფ1-ის ტრეკზე, ფ1-ის ბოლიდის მართვის საშუალება. აქ მათი ინსტრუქტორი დანილ კვიატი იქნება. ყველაფერთან ერთად, მთელი ამ დროის განმავლობაში, კონკურსში მონაწილეების მგზავრობას და ყველა საჭირო ხარჯს, მათ შორის, ტესტებისთვის სარბოლო ტრეკების დაქირავებას, „ინფინტი“ უზრუნველყოფს. გარდა ამისა, იაპონური პრემიუმ კომპანია, ტესტების ფინალური ეტაპის ყველა მონაწილეს, ფ1-ის აბუ დაბის დიდი პრიზის დასასწრებად მიიწვევს. ამჯერადაც, მგზავრობის, ცხოვრების და VIP-დასწრების ბილეთების ხარჯებს „ინფინიტი“ გაიღებს. მათვე ავტოდრომის მოტორჰოუმში თავისუფლად მოძრაობის და ფოტოს გადაღების უფლება ექნებათ.
კონკურსის პირველი ეტაპი - დილერებთან „ინფინიტის“ ავტომობილების თავისუფალი ტესტები, 16 აგვისტოს დასრულდება.

No comments:

Post a Comment