დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, July 23, 2015

„ფორდ ტრანზიტი“ 50 წლისაა

Ford Transit Turns 50, Celebrates With a Study of the Van's Value in Europe
23 ივლისი
„ფორდის“ ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ავტომობილს, კომერციულ ვენ „ტრანზიტს“ 50 წელი შეუსრულდა. ნახევარი საუკუნის განმავლობაში, ამ ავტომობილის სხვადასხვა ვერსია, საქალაქო კომერციულ გადაზიდვებს და მგზავრთა გადაყვანას ემსახურება. ევროპული ქალაქები (თბილისზე ხომ ლაპარაკიც არაა) წარმოუდგენელიც კი არის „ტრანზიტის“ გარეშე. ამ თარიღთან დაკავშირებით ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მარტო შარშან, „ტრანზიტების“ მიერ, საფრანგეთში, გერმანიასა და ბრიტანეთში, დაახლოებით 584 მილიარდი ევროს სამუშაოა შესრულებული.
ევროპის მასშტაბით, „ტრანზიტი“ მეორე ყველაზე გაყიდვადი მინივენია. ცისფერი ოვალი მას ოთხი განსხვავებული ვერსიის სახით აწარმოებს. „ფორდ მოტორის“ ევროპული დივიზიონის ეკონომიკის და ბიზნესის კვლევის ცენტრის მიერ ჩატარებულმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ ევროპაში ვენებს და მინივენებს, ბიზნესის მრავალ სფეროში იყენებენ. ევროპულ ეკონომიკაში, მცირე გადაზიდვები წამყვან როლს თამაშობს და სწორედ ეს განაპირობებს ამ ტიპის ავტომობილების პოპულარობას და როლს ეკონომიკაში.
კომერციულ ვენებს იყენებენ როგორც მცირე მაღაზიების, ასევე სუპერ მარკეტების მომარაგებაში, ინტერნეტ მაღაზიებით ვაჭრობისას, საგზაო ინფრატრუქტურის, მშენებლობის და რემონტის საქმეში, მგზავრთა გადაყვანისთვის და სპორტულ ღონისძიებებშიც კი. ბევრისთვის სამგზავრო მინივენი უქმეებზე ქალაქგარეთ ოჯახთან ერთად გასეირნების საუკეთესო საშუალებაა.
ვენების პოპულარობას სხვა სტატისტიკური მონაცემებიც ადასტურებს. მაგალითად, შარშან საფრანგეთში 5 150 192 ვენი იყო რეგისტრირებული. ამ მხრივ, მეორე ადგილზე ესპანეთია, სადაც სხვადასხვა დროს გამოშვებული, სხვადასხვა ტიპის და გაბარიტების 4 601 790 ვენი გადაადგილდება. სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ ბრიტანეთში რეგისტრირებულ ვენებს შარშან ჯამში, დედამიწის ეკვატორული სარტყელის გარშემოწერილობაზე 2.5-ჯერ მეტი მანძილი აქვთ გავლილი.

No comments:

Post a Comment