დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, July 23, 2015

ახალი „ტესლა როდსტერი“ ბაზარზე 2019 წელს გამოვა

New Tesla Roadster Due In 2019: Official
23 ივლისი
„ტესლა მოტორსის“ მთავარმა აღმასრულებელმა ელონ მასკმა გამოაცხადა, რომ მისი კომპანია, მეორე თაობის „როდსტერის“ წარმოებას 2019 წელს დაიწყებს. ეს განცხადბა მან ელექტრულ სედან „მოდელ S-ის“ ვერსია „ლუდიქრესის“ პრეზენტაციისას გააკეთა. მისი თქმით, ახალი ელექტრული სპორტსმენი, კარგი დინამიკური და საექსპლუატაციო მახასიათებლებით იქნება გამორჩეული.
„მოდელ S ლუდიქრესი“ განსაკუთრებით ადგილიდან აჩქარების მხრივ გამოირჩევა. მას ასამდე ასაჩქარებლად 2.8 წამი ჰყოფნის, რაც მრავალცილინდრიანი და ჰიბრიდული სუპერ ავტომობილებისთვისაც კი შესანიშნავი შედეგია. მასკი კი ამბობს, რომ ახალი „როდსტერი“ კიდევ უფრო ტემპერამენტიანი იქნება. არაა გამორიცხული, რომ ამ პატარა ელექტრომობილს, სერიულ ავტომობილებს შორის ყველაზე სწრაფი აჩქარებაც კი ჰქონდეს. ამისათვის კი მან ასის აკრეფა 2.5 წამზე სწრაფად უნდა შეძლოს. ცნობისათვის, 0-100 კმ/სთ-მდე აჩქარებისთვის სწორედ 2.5 წამი ჰყოფნით „ბუგატი ვეირონ სუპერ სპორტს“ და „პორშე 918 სპაიდერს“.
ოთხი წელი საკმაოდ ბევრია და შესაძლოა, ახალი „როდსტერის“ გამოსვლის მომენტში, აღნიშნული ბარიერი სულ სხვა დონეზე იყოს. მაგრამ მთავარი მაინც ისაა, რომ ახალი ავტომობილი გაცილებით ენერგოეფექტური იქნება. გაიზრდბა მისი ელემენტების ბლოკის ტევადობა, შემცირდება მისი წონა და დამუხტვის დრო, ასევე გაბარიტები.
საინტერესოა, რომ „როდსტერი“ ბაზარზე 2011 წელს გამოვიდა. რვა წელი საკმაოდ ბევრია ახალი ავტომობილის გამოსაშვებად. თუმცა ჯერ ერთი, „ტესლა“ პატარა კომპანიაა, შეზღუდული რესურსებით. მეორეც, კალიფორნიაში ბაზირებულმა კომპანიამ ამ ოთხ წელიწადში უკვე მოასწრო „მოდელ S-ის“ გამოშვება და მალე მესამე მოდელს, ელექტრულ ქროსოვერ „მოდელX-საც“ დააყენებს კონვეიერზე. ამ ავტომობილს კი მომცრო ელექტრო სედანი „მოდელ 3“ და პატარა ელექტრო ქროსოვერი მოჰყვება.
პირველი „როდსტერისგან“ განსხვავებით, რომელიც „ლოტუსის“ პლატფორმაზეა ბაზირებული, მეორე თაობის „როდსტერი“ საკუთრივ „ტესლას“ არქიტექტურაზე (გენ 3) აიგება, რომლის დებიუტიც „მოდელ 3-თან“ ერთად შედგება.

No comments:

Post a Comment