Future Mercedes-AMG Models May Go Hybrid By 2020
31 ივლისი
„მერსედეს-ბენცი“ და მისი შტო AMG მუშაობენ იმაზე,
რომ ამ უკანასკნელის მიერ მოდიფიცირებული ყველა ავტომობილი, ჰიბრიდული
ტექნოლოგიებით აღიჭურვოს. ამის შესახებ, თვით „მერსედეს-ბენცის“ კვლევისა და
განვითარების შეფმა, თომას ვებერმა, ბრიტანულ გამოცემა „ავტოქართან“ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, AMG-ს პირველი ავტომობილი, რომელიც
ბენზინის ძრავისა და ელექტრო ძრავის ჰიბრიდული სისტემით აღიჭურვება, ბაზარზე 2020
წლამდე გამოვა. თანამედროვე ავტოინდუსტრიაში მთავარი ტრენდი, რომელსაც გამონაბოლქვზე
მკაცრი მოთხოვნები განაპირობებს, გამონაბოლქვში CO2-ის შემცველობის შემცირებაა და
ამ მიმართულებით, ჰიბრიდული ტექნოლოგიების ათვისება, საუკეთესო ნაბიჯია.
„ნებისმიერი მოდელის ხაზს, საწვავის ხარჯის
შემცირება ესაჭიროება. გამონკლისი არც AMG-ა. იმავდროულად, მკაცრი ნორმების
დაკმაყოფილების საქმეში, ჩვენი ვერცერთი ცალკეული მოდელი ვერ ამოეფარება სხვას. AMG-ს
მოდელების ხარჯის შემცირება ძალიან დიდი გამოწვევაა. თუმცა ისიც ფაქტია, რომ ეს
ასევე უზარმაზარი შესაძლებლობაცაა“, - ამბობს ვებერი.
„მერსედესს“
ჰიბრიდული ტექნოლოგიების AMG-სთვის გადაცემა შეუძლია - თავად ამ საქმეში
საკმარისზე დიდი გამოცდილება აქვს. ეს იაფიც დაჯდება, რადგან AMG-ს
ცალკე არ მოუწევს მათზე მუშაობა, რაც უზარმაზარ ფინანსებს და დროს მოითხოვს. თუმცა,
აქ მთავარი მხოლოდ ხარჯის შემცირება არაა. ვებერი ამბობს, რომ AMG-ს
მომხმარებლებს, თავიანთი ავტომობილების კიდევ უფრო გაძლიერება სურთ. ამიტომ, AMG-ს
სამქიმიანების ტექნოლოგიები ნაკლებად გამოადგება.
No comments:
Post a Comment