დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, July 20, 2015

„მინი“ ახალ „ნამდვილ“ უგზოობის ავტომობილს გამოუშვებს

Mini plans new 'authentic' SUV
20 ივლისი
მალე „მინი“ ბაზარზე ორ ახალ ავტომობილს გამოუშვებს. ესაა ახალი „კაბრიოლეტი“ და უფრო უხეში გარეგნობის „ქანთრიმენი“, რომელსაც ბრიტანული კომპანია „ნამდვილ“ უგზოობის ავტომობილად მოიხსენიებს. ღია ავტომობილი ბაზარზე ამ წლის ბოლოს გამოვა, „ქანთრიმენს“ კი, რომელიც ზომებშიც გაიზრდება, მყიდველს ერთი წლის შემდეგ შესთავაზებენ.
ახალ „ქანთრიმენზე“ იმ ტექნოლოგიებს დანერგავენ, რომლებიც „მინიმ“ დაკარის რბოლისთვის მომზადებულ სარბოლო ავტომობილზე (მინი X-რეიდი) გამოიყენა. მათ შორისაა სრულ ამძრავიანი სისტემა, რომელსაც უკანა ღერძზე, „ბეემვეს“ მე-2 სერიის „ექტივ ტურერის“ ელექტრო ჰიდრავლიკური ქურო ემსახურება. გარეგნულადაც ახალი „ქანთრიმენი“ დაკარის ოთხგზის ტრიუმფატორ „X-რეიდის“ მსგავსი იქნება.
ახალი „ქანთრიმენი“ იმავე UKL პლატფორმაზე აიგება, რომელიც „მინიმ“ უახლესი „ქლაბმენისთვის“ უკვე გამოიყენა. ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ ახალი ავტომობილის ინტერიერი, წინამორბედისაზე ფართო იქნება. ახალი „ქანთრიმენი“ პირველი თაობისაზე დაახლოებით 150 მილიმეტრით გრძელი და 10 მილიმეტრით განიერი იქნება. გაიზრდება მისი საბარგულის მოცულობაც.
„მინიმ“ უგზოობის „ქანთრიმენი“ ბაზარზე 2010 წელს გამოუშვა და ამ ავტომობილმა უმალ მოიპოვა პოპულარობა. ამჟამად მასზე ბრიტანული კომპანიის გაყიდვების დაახლოებით მესამედი მოდის. „მინის“ შეფ პეტერ შვარცენბაუერს ნათქვამი აქვს, რომ მას კომპანის გამაში ხუთი „სუპერ გმირი“ სჭირდება. ამ ეტაპზე უცნობია, თუ რომელმა ავტომობილებმა შეიძლება შეასრულონ ეს როლი. სხვათა შორის, ხშირად ვრცელდბა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „მინი“ თავისი მოდელების რიცხვის შეზღუდვას აპირებს. ოღონდ, ამასთან დაკავშირებით გეგმები ხშირად იცვლება.
და მაინც, ხუთიდან ოთხი „სუპერ გმირის“ ჩამოთვლა შესაძლებელია. ესენია: ჰეჩბეკი, ქლაბმენი, კაბრიოლეტი და ქანთრიმენი. მეხუტე კი როგორც ჩანს, უახლესი როდსტერი გახდება, რომელსაც „მინი“ საკუთარ კონცეპტ „სუპერლეგერას“ ბაზაზე გამოუშვებს. გარდა ამისა, მალე „მინი“ თავის ყველაზე პატარა ავტომობილსაც გამოუშვებს, რომელსაც კონცეპტ „როკეტმენის“ მოტივებზე ააგებენ. ამ ავტომობილისთვის შასის „ბეემვეს“ და „ტოიოტას“ „ინჟინრები“ ერთობლივად შეიმუშავებენ.

No comments:

Post a Comment