დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, July 21, 2015

„კიონიგსეგ ვან:1“ სპა-ფრანკორშანის რეკორდსმენი გახდა

Koenigsegg One:1 Sets New Record On Spa-Francorchamps
21 ივლისი
ნურბურგრინგი ავტოკომპანიებისთვის ნაკლებად საინტერესო გახდა - გერმანულ ტრასაზე სიჩქარეები შეიზღუდა და ამდენად, მასზე წრის რეკორდბის დამყარების ეპოქაც დასრულდა. ყოველ შემთხვევაში, მანამ მაინც, სანამ ეს შეზღუდვები დარჩება. და სანამ ასეა, სიჩქარის მოყვარულთა ყურადღებამ სპა-ფრანკორშანისკენ გადაინაცვლა. იქ უკვე არსებობს რეკორდები, რომლებიც სხვადასხვა კატეგორიებში ფიქსირდება.
ახლახანს, სერიულ ავტომობილებს შორის წრის რეკორდი „კიონიგსეგ ვან:1-ით“ დამყარდა და შვედურმა კომპანიამ პირველობა თვით „მაკლარენ P1-ს“ ჩამოართვა. და ეს არც იყო გასაკვირი, რადგან 1341-ცხენისძალიანი ტიტანი, მსოფლიო ჩემპიონია 0-300-0 კმ/სთ აჩქარება/შენელებაში.
მოკლედ, ლეგენდარული ბელგიური ტრეკის ერთი წრის გავლას „მეგა ავტომობილმა“ (ეს თიკუნი მას V8 ძრავის 1.0 მეგავატიანი სიმძლავრის გამო მიანიჭეს) 2 წუთსა და 33:00 წამში გაიარა. ეს კი 5 წამით სჯობს უოკინგელთა ჰიბრიდული ფლაგმანის ძველ რეკორდს. უფრო მეტიც, ვარჯიშის დროს, „ვან:1-მა“ წრე 2:32:14-ში გაიარა. თანაც პრაქტიკისას მანქანა ტრასაზე საგზაო საბურავებით იყო გამოსული. 
უფრო მეტიც, „კიონიგსეგი“ ირწმუნება, რომ გაცილებით უკეთესი დროის ჩვენებაც შეეძლო, მაგრამ ამაში ხელი ხმაურის შეზღუდვამ შეუშალა - პრაქტიკის მეორე დღეს, სპაზე ხმაურის მაქსიმალური დასაშვები დონე 103 დეციბელი დააწესეს. ამან კი ავტომობილის ძრავის მაქსიმალური სიმძლავრის გამოყენება შეუძლებელი გახადა.
და მაინც, შვედური კომპანია იქადნის, რომ წრის უფრო სწრაფად გავლა მაინც შეუძლია.

ვიდეო

No comments:

Post a Comment