დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, December 8, 2012

ოპტიმისტი ბრაუნი


Ross Brawn hopeful Mercedes can give Lewis Hamilton winning car
8 დეკემბერი
„მერსედეს GP-ს“ შეფი როს ბრაუნი (ფოტოზე) იმედოვნებს, რომ ლუის ჰამილტონს კონკურენტუნარიან მანქანას მოუმზადებს და ამით, გამარჯვებისთვის ბრძოლის საშუალებას მისცემს. არადა, ჰამილტონი წინასწარ ამბობს, რომ მომავალ სეზონში, გამარჯვება პრაქტიკულად გამორიცხულია. ოღონდ, რა თქმა უნდა, მის ასეთ პესიმიზმს სამქიმიანების ცუდი გამოსვლები განაპირობებს.

ბრეკლიში ბაზირებულმა „მერსედესმა“ გასულ სეზონში ერთადერთი რბოლა - ჩინეთის დიდი პრიზი მოიგო (ნიკო როსბერგი). მაგრამ შემდეგ, ჩავარდნა დაიწყო და თუ სეზონის დასაწყისში, გუნდს მოწინავეების დაწევის საფუძვლიანი პრეტენზია გააჩნდა, სეზონის მიწურულს, საშუალო გუნდებს შორისაც კი გაფერმკრთალდა. ასე განსაჯეთ, ზედიზედ ხუთი რბოლა უქულოდაც კი დაასრულა.
მაგრამ ყოველივეს მიუხედავად, ბრაუნი დარწმუნებულია, რომ „მერსედესს“ ყველა პირობა აქვს იმისათვის, რომ მოწინავეთა შორის იყოს. რა თქმა უნდა, მან კარგად იცის ასეთი ჩავარდნის მიზეზი - „ვერცხლისფერ ისრებს“ კარგა ხანია, ახალ მანქანაზე მუშაობა დაწყებული აქვთ და ამის გამო, ამ სეზონის მანქანის განვითარებას ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ.
„იმედი მაქვს, მომავალ სეზონში გაცილებით უკეთესი შედეგები გვექნება. ჩვენ თავს არ ვზოგავთ იმისათვის, რომ ლუისს და ნიკოს კონკურენტუნარიანი მანქანა მოვუმზადოთ, ისეთი, რომლითაც ისინი გამარჯვებისთვის და პოულებისთვის ბრძოლას შეძლებენ. ეს ჩვენი მიზანია. მთავარია, იმაზე წინ წავიდეთ, ვიდრე ახლა ვართ. რა თქმა უნდა, წინასწარ არავინ იცის, ვინ როგორ მოემზადება. მაგრამ მე მჯერა, რომ მომავალ სეზონში უფრო მეტს შევძლებთ. ჩემი აზრით, ლუისმა თამასა ოდნავ დასწია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ის გამარჯვებაზე ფიქრობს. თუმცა მას ესმის, რომ ეს ძნელი იქნება“, - ამბობს ბრაუნი.
ამასთან, „მერსედესის“ შეფი დარწმუნებულია, რომ ჰამილტონი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს მისი საჯინიბოს წინსვლაში: „ძალიან გახარებულები ვართ, რომ ლუისთან მუშაობა მოგვიწევს. ეს ძალიან საინტერესო იქნება. დარწმუნებული ვარ, ის მიხაელისგან განსხვავებით უდგება საქმეს. ძალიან გვიხარია, რომ ისევ ასეთი კალიბრის მრბოლთან მუშაობას შევძლებთ“.
აღსანიშნავია, რომ ჰამილტონს „მაკლარენთან“ კონტრაქტი ამ წლის ბოლომდე აკავშირებს და ამიტომ, ჯერ „მერსედესთან“ მუშაობას ვერ იწყებს. თუმცა ბრაუნი დარწმუნებულია, რომ ეს გარემოება ბრიტანელს გუნდთან სწრაფ შეგუებაში ხელს არ შეუშლის.

No comments:

Post a Comment