დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, December 8, 2012

„პორშემ“ სახელი 919 დაარეგისტრირა

Porsche Registers 919 Name

8 დეკემბერი
„პორშეს“ აქტივობა მხოლოდ აღტაცებას იმსახურებს. კომპანიის შესახებ, რომელსაც ავტომწარმოებელთა შორის, ერთ-ერთი ყველაზე პატარა სამოდელო გამა აქვს, უამრავი ინფორმაცია იწერება. შტუტგარტელები ახლა სწორედ საკუთარი საწარმოო პროგრამის გაფართოებაზე ზრუნავენ და სიახლეების სიმრავლეც ამის შედეგია.
მორიგი ინფორმაცია იმ სუპერ ავტომობილს, რომელიც გამაში 911-სა და „918 სპაიდერს“ შორის არსებულ ნიშას შეავსებს, სახელად 919-ს დაარქმევენ. და ეს რომ ასე იქნება, ამაზე ის ფაქტი მეტყველებს, რომ „პორშემ“ ახლახანს გერმანიის საპატენტო ოფისში, ამ სახელის გამოყენების უფლება დაიმტკიცა.
და მაინც, ამ ეტაპზე დანამდვილებით ძნელი სათქმელია, რა ტიპის ავტომობილისთვის დააპატენტეს შტუტგარტელებმა სახელი 919. ნუმერაციის მიმდევრობის მიხედვით შეიძლება ვარაუდი, რომ ეს უნდა იყოს „918 სპაიდერზე“ ერთი საფეხურით მაღლა მდგარი ავტომობილი. თუმცა, დიდი შანსია იმისა, რომ პირიქით იქნება. და თუ ასეა, მაშინ ამ ავტომობილით „პორშე“ სპორტულ (911) და სუპერ (918 სპაიდერი) ავტომობილებს შორის ზღვარს გააბუნდოვნებს.
თუმცა, ვარაუდები რომ არ ვამრავლოთ, უკეთესი იქნება, ფრანკფურტის მოტორ შოუს დაველოდოთ, სადაც ალბათ 919-ის კონცეპტუალური ვერსიის ნახვის საშუალება გვექნება. ეს ალბათ იქნება სუპერ ავტომობილი ბაზაში (და არა უკან, როგორც 911-ს აქვს) განლაგებული ძრავით. არც ისაა გამორიცხული, რომ „918 სპაიდერის“ მსგავსად, ისიც ჰიბრიდული აგრეგატით აღჭურვონ.

No comments:

Post a Comment