დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, January 17, 2015

FIA-მ „ჰონდას“ ძრავის დახვეწის უფლება მისცა

FIA allows Honda to join engine 'unfreeze'
17 იანვარი
საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) ფორმულა ერთის ტექნკური დეპარტამენტის შეფ ჩარლი უაიტინგსა და „ჰონდას“ შორის მიღწეულია შეთანხმება იმის შესახებ, რომ იაპონურ კომპანიას, სეზონის მსვლელობისას, თავისი აგრეგატის შეზღუდული მოდიფიცირების უფლება მიეცემა.
ძრავების გაყინვის წესის შესაბამისად, „ჰონდას“, როგორც მსოფლიო ჩემპიონატის დებიუტანტს, თავისი აგრეგატი 28 თებერვალს უნდა დაერეგისტრირებინა და ამის შემდეგ, მის სრულყოფაზე მუაობის უფლება არ ექნებოდა. მაგრამ რეგლამენტში აღმოჩნდა პუნქტი, რომელიც გაყინვის წესის ინტერპრეტრების საშუალებას იძლევა და ამის გამო, FIA-მ იმ კომპანიებს, რომლებიც გასულ სეზონში ასპარეზობდნენ, ძრავის შეზღუდული განვითარების უფლება მისცა. „ჰონდას“ კი, ამის უფლებას არ აძლევდნენ. მაგრამ იაპონურ კომპანიასა და ფედერაციის ხელმძღვანელობას შორის გამართული კონსულტაციების შემდეგ, „ჰონდას“ გარკვეული შეღავათები მისცეს.
უაიტინგის განმარტებით, ძრავების ყოველ მწარმოებელს, შეზღუდული რაოდენობით მოდიფიკაციების ჩატარების უფლება სეზონის დასაწყისამდე ისედაც ჰქონდა. ყოველ შესრულებულ მოდფიკაციაზე, პირობითი ქულები იწერება. კომპანიას მხოლოდ 32 ასეთი ქულის ათვისების უფლება ეძლევა. ამასთან, ყოველი აგრეგატის დეტალები, წინასწარაა შეფასებული პირობითი ქულებით. მისი თქმით, „ჰონდასთან“ მიღწეული შეთანხმების შემდეგ, თუ „მერსედესს“, „რენოს“ და „ფერარის“, სეზონის დაწყებამდე 8, 7 და 5 აუთვისებელი პირობითი ქულა ექნებათ დარჩენილი, „ჰონდას“ 6 ქულის გამოყენების უფლება მიეცემა. მისივე განმარტებით, ეს 6 ქულა ნიშნავს, რომ იაპონურ კომპანიას, სეზნს განმავლობაში, აგრეგატის მთლიანი სტრუქტურის დაახლოებით 7 პროცენტის მოდიფიცირების უფლება ექნება. 32 ქულა კი აგრეგატის თითქმის ნახევრის მოდიფიკაციის უფლებას ნიშნავს.
უკვე ცნობილია, რომ „მერსედესი“ ახალ სეზონს, 32-ვე გამოუყენებელი პირობითი ქულით დაიწყებს. ანუ, გასული სეზონის აგრეგატით. და ყველა შესაძლებლობას, თანდათან, სეზონის მსვლელობისას გამოიყენებს, რაც მას ისევ დიდ უპირატესობას მიანიჭებს.

No comments:

Post a Comment