დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, July 9, 2015

ალონსო: ფ1 მოსაწყენი გახდა

F1 'very boring' with limited development - Fernando Alonso
9 ივლისი
ფერნანდო ალონსო თვლის, რომ ტესტების და ავტომობილის სრულყოფის შეზღუდვა, ფორმულა 1-ის სანახაობრივ მხარეს აუარესებს. მართალია, ამ სეზონის დასაწყისში, გუნდებს და მათს პარტნიორებს, ძრავების განვითარების უფლება მისცეს და სეზონის მსვლელობისასაც, ძრავების სრულყოფის ეგრეთ წოდებული ტოკენების სისტემა შემოიღეს, ამან საქმეს მაინც არ უშველა. მომავალ სეზონში,რეგლამენტით ძრავების სრულყოფა კვლავ შეზღუდული იქნება.
ალონსოს და „მაკლარენში“ მის თანაგუნდელ ჯენსონ ბატონს, „ჰონდას“ სუსტი და არასაიმედო ძრავების გამო, ძალიან ცუდი სეზონი აქვთ. სილვერსტოუნის კვალიფიკაციაზე, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა მხოლოდ მე-17 დრო დააფიქსირა, რაც მხოლოდ ხუთი წამით სჯობდა GP2-ის დროებს. და ეს შედარება მხოლოდ ზოგად წარმოდგენას იძლევა იმ პრობლემებზე, რომლებიც „მაკლარენის“ და „ჰონდას“ აქვთ მოსაგვარებელი.
„ჩვენ უფრო სწრაფი მანქანები გვჭირდება, რადგან ძალიან ახლოს ვართ GP2-ის მანქანებთან. შესაძლოა, მეტი ტესტები და რეგლამენტის ნაკლები შეზღუდვები დაგვეხმაროს ამ საქმეში. თუ სეზონისწინა მდგომარეობას შევადარებთ, მანქანები დიდად არ შეცვლილა და მეტნაკლებად, ასე იქნება სეზონის დასრულებამდე. რა თქმა უნდა, ყველა ახერხებს განვითარებას, მაგრამ ეს პროცესი ძალიან შეზღუდულია, რადგან მეტის საშუალებას რეგლამენტი არ იძლევა. ძრავების სრულყოფა ძალიან მჭიდრო ჩარჩოებშია მოქცეული,          აეროდინამიკაში კი ლამის ყველაფერი აკრძალულია. და რბოლებიც მოსაწყენი გახდა“, - ამბობს ალონსო.
ის დასძენს, რომ „მაკლარენის“ პროექტისადმი მისი ოპტიმისტური დამოკიდებულება არ შეცვლილა. თუმცა ისიც ფაქტია, რომ ასეთ კატასტროფულ მდგომარეობას ის არ ელოდა. „ფაქტია, რომ ჩვენი კონკურენტუნარიანობა ისეთი არაა, როგორსაც ვისურვებდით. ვიცოდით, რომ ეს პირველი სეზონია და საკმაოდ რთული პერიოდი გვქონდა წინ, მაგრამ კვალიფიკაციის პირველივე ნაწილში რბოლიდან გამოთიშვას ვერც წარმოვიდგენდით. მაგრამ ოპტიმიზმი არ დამიკარგავს. კმაყოფილი ვარ მანქანის პროგრესით. სილვერსტოუნზე კარგი ჩაჭიდება გვქონდა. მოსახვევებში თავდაჯერებული ვიყავი. ზღვარზე მართვის საშუალება მქონდა. მოსაგვარებელი პრობლემებიც გვაქვს, მაგრამ მთლიანობაში, სწორ გზაზე ვდგავართ“, - დასძენს ალონსო.

No comments:

Post a Comment