დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, July 9, 2015

უყიდეთ შვილს „ფერარი F12 ბერლინეტა“... ელექტრო ძრავით

You Could Buy Your Kid a Ferrari F12berlinetta Toy Car
9 ივლისი
მსოფლიოში ალბათ ძნელად თუ მოძებნით ადამიანს, ვინც „ფერარის“ ავტომობილის ფლობაზე უარს იტყვის. და კიდევ უფრო მცირეა მათი რიცხვი, ვისაც მარანელოში გამოშვებული ავტომობილების ფლობის საშუალება აქვს. კვიცების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პროდუქტი არის „F12 ბერლინეტა“, რომლის შემუშავების დროსაც, ინჟინრებმა ფორმულა 1-ის ბოლიდების და სატრეკო 599XX-ის შექმნისას აპრობირებული პროგრამები, აეროდინამიკური მილი და კომპიუტერული სატესტო ციკლი გამოიყენეს.
ეს ავტომობილი დახვეწილი გარეგნობითაც გამოირჩევა და წარმოუდგენლად სწრაფიცაა. თავად განსაჯეთ, ფიორანოს სატესტო ტრეკზე ტესტირებისას, ამ ავტომობილმა წრე ლეგენდარულ „ფერარი ენცოზე“ ორი წამით სწრაფად გაიარა, ჰიბრიდულ მონსტრ „ლაფერარის“ კი მხოლოდ სამი წამით ჩამორჩა. მოკლედ, ბრწყინვალე ავტომობილია, რომელზეც ხელი ერთეულებს მიუწვდებათ...
და აი, „ფერარი ლაიფსტაილის“ მაღაზიაში და ამაზონზე გამოჩნდა „ფერარის“ მიერ ლიცენზირებული, „F12 ბერლინეტას“ რეპლიკა, რომელიც სულ რაღაც, 290 ევრო ღირს. კარგი დასაწყისია ოცნებისთვის, წლების შემდეგ კი შესაძლოა მისი მფლობელი ნამდვილ „ფერარიზე“ ამხედრებულიც იხილოთ და იმ ავტომობილს, შესაძლოა ახლანდელ ნამდვილ „F12 ბერლინეტაზე“ უკეთესი მახასიათებლებიც ჰქონდეს.
ყველაფერი ხდება...

No comments:

Post a Comment