დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, April 7, 2014

„ჰიუნდაი“ სუბკომპაქტური ქროსოვერის გამოშვებას განიხილავს

Hyundai U.S. CEO: Sub-Tucson Crossover Being Considered
7 აპრილი
მსოფლიო ბაზრის კვლევები ცხადყოფს, რომ ხშირად, საშუალო ზომის სედანების მფლობელების შემდეგი ავტომობილიკომპაქტური ქროსოვერებია, როგორიცაა „ჰიუნდაი ტუსანი“. მათს არჩევანს ასეთი ავტომობილების მრავალმხრივობა განაპირობებს, რაშიც მოიაზრება როგორც ქროსოვერების უნივერსალურობა, ასევე მათი ფართო სალონი და ნებისმიერ ამინდსა და შედარებითი უგზოობისას მართვის თვისებათა შენარჩუნება.
მსგავსი ტრენდი უკვე კომპაქტურ სედანებთან დაკავშირებითაც ყალიბდება და ანალიტიკოსები თვლიან, რომ სწორედ ამან განაპირობა მთელს მსოფლიოში სუბკომპაქტური ქროსოვერების სეგმენტის სწრაფი ზრდა და იგივე ტენდენცია მალე ამერიკის ბაზარზეც გავრცელდება. ამიტომ, კომპანიები ცდილობენ, რომ რაც შეიძლება მალე დაიწყონ ამ სეგმენტში მუშაობა. მათ შორის „ჰიუნდაიცაა“, რომლის ამერიკული შტოს მთავარმა აღმასრულებელმა დეივ ცუხოვსკიმაც ახლახანს განაცხადა, რომ მისი კომპანია B-სეგმენტის ქროსოვერის გამოშვებას განიხილავს.
აღნიშნულ სეგმენტში უკვე საკმაოდ ბევრი კომპანია მუშაობს. მაგრამ მათი ავტომობილები ეგრეთ წოდებული სანიშო მოდელებია და მათ ჯერჯერობით დიდი რაოდენობით არ აწარმოებენ. მაგრამ თუ „ჰიუნდაი“ ასეთი ავტომობილის წარმოებას გადაწყვეტს, ეს აუცილებლად მასობრივი მოდელი იქნება. მალე კორეული კომპანია პეკინის მოტორ შოუზე ახალ ix25-ს წარადგენს, რომელიც შესაძლოა სწორედ მომავალი სუბკომპაქტური ქროსოვერის ერთგვარი წინამორბედიც გახდეს. სხვათა შორის, ჩინეთის ბაზარზეც ზემოთ ნახსენები ტენდენცია შეინიშნება და ეს თემა იქაც აქტუალურია.
„ჰიუნდაის“ უახლოეს გეგმებში ოთხი ახალი ავტომობილის გამოშვებაა. მათგან პირველი ახალი „ჯენეზისია“, რომელიც კომპანიის დილერთა შოურუმებში მალე გამოჩნდება. მას მოჰყვება განახლებული „სონატა“, რომლის მსოფლიო პრემიერაც მალე ნიუ იორკის ავტო შოუზე გაიმართება. შემდეგია სრულიად ახალი „ტუსანი“ და ბოლოს, სრულიად ახალი „ელანტრა“. ბოლო ორი ბაზარზე მერმისს გამოვა.

No comments:

Post a Comment