დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, November 19, 2013

„ფორდ F-სერიის“ წლევანდელი გაყიდვები შარშანდელს გასცდა

Ford F-Series Sales in 2013 Surpass 2012 Figures
19 ნოემბერი
სედან „ფიუჟნის“ გარდა, ძალიან გაზრდილია „ფორდის“ კიდევ ერთი ავტომობილის, ამერიკის ბაზრის ბესტსელერის, F-სერიის პიკაპის გაყიდვები, რომელიც წლის პირველ ათ თვეში იმდენივეა გაყიდული, რაც შარშან მთელი წლის განმავლობაში გაიყიდა. ამასთან, ეს ავტომობილი უკვე 32-ე წლია, რაც ინარჩუნებს ამერიკის ყველაზე გაყიდვადი ავტომობილის წოდებას.
წელს ათ თვეში უკვე გაყიდულია F-სერიის 645 000 პიკაპი. ეს 220 000 ერთეულით მეტია უახლოესი კონკურენტის, „შევროლე სილვერადოს“ და 330 000 ერთეულით მეტია „დოჯ რემის“ გაყიდვებზე. გაცილებით მეტი სხვაობაა სხვა პიკაპებთან, რომელთა შორისაც, იაპონური წარმოების რამდენიმე პოპულარული ავტომობილიცაა. ამგვარად, უკვე შეიძლება იმის თქმა, რომ ამერიკაში ყველაზე პოპულარულ, პიკაპების და უგზოობის ავტომობილების კლასში, „ფორდის“ F-სერია ზედიზედ 37-ჯერ შეინარჩუნებს ყველაზე გაყიდვადის (ბესტ სელერის) წოდებას.
ოქტომბერში F-სერიის პიკაპის გაყიდვები 13 პროცენტით არის გაზრდილი. სულ 63 803 ცალი პიკაპი გაიყიდა. ეს უკვე ზედიზედ მეექვსე თვეა, რაც მისი გაყიდვები 60 000-ზე მეტია. ასეთი კარგი მაჩვენებლები კი ბოლოს 2006 წელს დაფიქსირდა. ამასთან, ცისფერი ოვალის მარკეტოლოგები მოელიან, რომ გაყიდვების ეს ტემპი გაიზრდება.
„მიუხედავად იმისა, რომ კონკურენტებმა ამ კლასში ბაზარზე ახალი მოდელები გამოიტანეს, მომხმარებლისთვის ნომერი პირველი ისევ ჩვენი F-სერიაა. წელს F-სერიის ავტომობილებს მყიდველის ლოიალურობის უმაღლესი მაჩვენებლები აქვს, რასაც საშუალო და სრულგაბარიტიანი პიკაპების კატეგორიებში, „პოლკ ავტომოტივის“ ლოიალურობის კონკურსში გამარჯვებაც ადასტურებს. ეს კი ბოლო 17 წლის განმავლობაში უკვე 15-ჯერ მოხდა“, - ამბობს „ფორდის“ პიკაპების და უგზოობის ავტომობილების ჯგუფის მარკეტინგის მენეჯერი დაგ სკოტი.

No comments:

Post a Comment