დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, November 13, 2015

ბრაზილიაში ჯერჯერობით როსბერგი დომინერებს

Motor racing-Rosberg fastest on first day of practice
13 ნოემბერი
მიუხედავად იმისა, რომ „მერსედესმა“ ფ1-ის მიმდინარე სეზონში ორივე ტიტული ვადამდე მოიპოვა, მისი პილოტები მაინც არავის არაფერს უთმობენ. პირველ თავისუფალ პრაქტიკაზე თუ ლუის ჰამილტონი იყო უსწრაფესი, მეორეზე ნიკო როსბერგმა იმარჯვა. თანაც, ჰამილტონმა რომ თანაგუნდელს თითქმის ნახევარი წამით აჯობა, მეორე პრაქტიკაზე როსბერგმა სრულფასოვანი ხურდა დაუბრუნა. და ორივე შემთხვევაში მესამე უსწრაფესი სებასტიან ფეტელი იყო.
მხოლოდ მეოთხე და მეხუთე დროებს შესწვდა დანიელ რიკარდო, რომელიც „რენოს“ მოდიფიცირებული აგრეგატით ასპარეზობს. მან ორივეჯერ აჯობა თანაგუნდელ დანილ კვიატს. რაც მთავარია, ავსტრალიელს ახალი აგრეგატი ჯერჯარობით უპრობლემოდ ემსახურება, რასაც ვერ ვიტყვით ფერნანდო ალონსოს „მაკლარენის“ „ჰონდას“ ძრავზე. ესპანელს კვლავ მის გამო მოუწია გაჩერებამ, რასაც სესიის მცირე ხნით შეჩერება მოჰყვა.
საინტერესოა, რომ ჰამილტონს ბრაზილიაში არასდროს გაუმარჯვია. თუმცა თავისი პირველი ტიტული სწორედ ინტერლაგუშზე, რბოლის ბოლო წამებზე მოიპოვა. ამიტომ, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი ძალიან მონდომებულია და თანაც სურს, რომ სან პაულუში გამარჯვებით მიაგოს პატივი თავის ბავშვობის კერპს, ლეგენდარულ აირტონ სენას.
საინტერესოა, რომ „მერსედესმა“ ბრაზილიაში სიახლე გამოიყენა, რომლის დანერგვასაც, გავრცელებული ინფორმაციით, მომავალ სეზონში აპირებს. მანქანას ცხვირზე ჰაერსადინარი აქვს, რომელიც ძირიდან შეგროვილ ნაკადს, პილოტის თავისკენ მიმართავს და ამით, ბოლიდის ამ ნაწილის უკეთეს გარსშემოდენილობას ემსახურება. სად მდებარეობს ჰაერის „ამკრები“, ეს უცნობია.

ბრაზილიის დიდი პრიზი
პირველი პრაქტიკა
1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)           1:13.543
2. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                     1:14.062
3. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი)                    1:14.168
4. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული)            1:14.449
5. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი)                             1:14.549
6. დანილ კვიატი (რუსეთი, რედ ბული)                        1:14.696
7. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)                    1:14.886
8. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, ტორო როსო)             1:14.960
9. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)            1:15.174
10. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი)        1:15.192
11. კარლოს საინსი (ესპანეთი, ტორო როსო)                1:15.314
12. ჯოლიონ პალმერი (ბრიტანეთი, ლოტუსი)            1:15.352
13. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)               1:15.379
14. ფელიპე ნასრი (ბრაზილია, ზაუბერი)                      1:15.381
15. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია)                    1:15.408
16. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი)            1:15.413
17. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი)                       1:15.469
18. მარკუს ერიქსონი (შვედეთი, ზაუბერი)                   1:15.798
19. ალექსანდერ როსი (აშშ, მენორი)                               1:17.860
20. უილ სტივენსი (ბრიტანეთი, მენორი)                      1:18.090

მეორე პრაქტიკა
1. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                     1:12.385
2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)           1:12.843
3. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი)                    1:13.345
4. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი)                             1:13.500
5. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული)            1:13.585
6. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)                     1:13.603
7. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                    1:13.634
8. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)            1:13.710
9. დანილ კვიატი (რუსეთი, რედ ბული)                        1:13.848
10. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი)                       1:13.870
11. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია)                    1:14.056
12. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი)        1:14.124
13. ფელიპე ნასრი (ბრაზილია, ზაუბერი)                      1:14.134
14. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, ტორო როსო)           1:14.226
15. კარლოს საინსი (ესპანეთი, ტორო როსო)                 1:14.326
16. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)               1:14.644
17. მარკუს ერიქსონი (შვედეთი, ზაუბერი)                   1:14.772
18. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი)            1:15.129
19. უილ სტივენსი (ბრიტანეთი, მენორი)                      1:16.501
20. ალექსანდერ როსი (აშშ, მენორი)         1:16.787

No comments:

Post a Comment