დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, November 13, 2015

„ზენოსი“ 350-ცხენიან E10 R-ს გამოუშვებს

Hot Zenos E10 R with 350bhp planned
13 ნოემბერი
ბრიტანულმა კომპანია „ზენოსმა“ დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თავის როდსტერ E10-ის უფრო ტემპერამენტიან ვერსიას გამოუშვებს, რომელიც არაოფიციალური ინფორმაციით, „ფორდ ფოკუს RS-ის“ ძრავით აღიჭურვება. ახალი ავტომობილის სრული სახელია E10 R და ის თავის მფლობელს, გაუმჯობესებულ დინამიკურ მახასიათებლებს და მეტ ადრენალინს პირდება.
„ზენოსს“ არაფერი უთქვამს იმ მექანიკურ მოდიფიკაციებზე, რომლებიც ავტომობილს ჩაუტარდება. თუმცა გამოაცხადა, რომ სიმძლავრე მნიშვნელოვნად გაიზრდება. ცნობისათვის, კომპანიის შეფ მარკ ედვარდსს ნათქვამი აქვს, რომ E10 შასი გაცილებით მძლავრ ძრავებზეც არის გათვლილი. იყო ვარაუდ, რომ ავტომობილს იგივე ძრავი დარჩებოდა - „ფორდის“ სერია ეკობუსტის 2.0-ლიტრიანი ტურბო, რომელიც E10-ს შემთხვევაში 200 ცხენის ძალას იძლევა, E10S-ის შემთხვევაში კი - 250 ცხენის ძალას. ოღონდ, მისი სიმძლავრე მინიმუმ 300 ცხენის ძალამდე გაიზრდებოდა.
მაგრამ როგორც ბრიტანული გამოცემა „ავტოქარი“ იტყობინება, E10 R-ს მამოძრავებელი ძალით იმავე სერია ეკობუსტის, ოღონდ 2.3-ლიტრიანი ძრავი უზრუნველყოფს. მისი სიმძლავრე 300 ცხენის ძალაზე მეტია (ფოკუს RS-ზე ის 350 ცხენის ძალას იძლევა). რა ძრავიც უნდა ჩადგან ავტომობილში, მისი წონისა და სიმძლავრის ფარდობა, ყოველ პირობით ტონაზე 500 ცხენის ძალაზე მეტი იქნება.
ძრავის სიმძლავრის გაზრდის პარალელურად, შეიცვლება საკიდარის პარამეტრები, სამუხრუჭე სისტემა და ტრანსმისიის საფეხურების გადაცემის რიცხვები. სამაგიეროდ, მინიმალური იქნება გარეგნული ცვლილებები. E10 R „ზენოსის“ პირველ როდსტერ E10-ის მეორე მოდიფიკაციაა. პირველი E10S-ია. E10-ის მოდიფიკაციების გარდა, ბრიტანული კომპანია მალე ახალ მოდელებსაც გამოუშვებს. ესენ იქნება როდსტერი E11 და კუპე E12.

No comments:

Post a Comment