2013 Ford Focus Earns IIHS Top Safety Pick+
11 აგვისტო
აშშ-ის საგზაო უსაფრთხოების დაზღვევის ინსტიტუტის (IIHS)
მიერ ჩატარებულ ქრეშ ტესტებზე, უმაღლესი შეფასება ექვს კომპაქტურ ავტომობილს
მიენიჭა, რომელტა შორისაც ერთ-ერთი საუკეთესო „ფორდ ფოკუსი“ იყო. სულ ხუთი ტიპის
ქრეშ ტესტები ჩატარდა: საშუალო და მცირე გადაფარვის (ამ ტიპის ტესტებისას, უძრავ
საგანს მანქანის წინა ნაწილის ნახევრით, ან მესამედით ეჯახება), გვერდითი
შეჯახება, გადაბრუნება და საკისრეების ეფექტურობა.
ცისფერი ოვალის კომპაქტურმა ავტომობილმა ოთხი ტიპის
ტესტებისას (საშუალო გადაფარვა, გვერდითა შეჯახება, საკისრეები და გადაყირავება) შეფასება
„კარგი“ დაიმსახურა. მცირე გადაფარვის წინიდან შეჯახებისას, „ფოკუსს“ შეფასება „მისაღებია“
დაუწერეს. ეს ყველაფერი კი საკმარისი იყო იმისათვის, რომ ავტომობილის საბოლოო შეფასება
„ტოპ სეიფტი პიკ +“ ყოფილიყო.
აღსანიშნავია, რომ წლის პირველ ნახევარში
ჩატარებული ანალოგიური ტესტების შემდეგ, „ფორდ ფოკუსს“ უსაფრთხოებაში უმაღლესი, ხუთვარსკვლავიანი
შეფასება მისცა აშშ-ის საგზაო უსაფრთხოების ეროვნულმა ადმინისტრაციამ, რომლის
შეფასების კრიტერიუმებიც უფრო მრავალფეროვანი და მკაცრია და უშუალოდ ავტომობილის
გარდა, ამ ავტომობილთან მიმართებაში, ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოების ხარისხსაც
აფასებს.
„კომპანია „ფორდი“ მოწოდებულია, შექმნას ისეთი
ავტომობილები, რომლებიც ადამიანების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ
ისეთი სიახლეების დანერგვას, რომლებიც მძღოლებს ინციდენტების თავიდან აცილებაში
დაეხმარება და ავარიებისას, მგზავრების მაქსიმალურ დაცვას უზრუნველყოფს“, - ამბობს
„ფორდის“ უსაფრთხოების ოფისის გლობალური სამსახურის დირექტორი სტივ კენერი.
No comments:
Post a Comment