დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, September 8, 2013

„ფერარი“ რაიკონენთან კონტრაქტის დადებას ოთხშაბათს გვამცნობს

Rumour - Ferrari to announce Raikkonen on Wednesday
8 სექტემბერი
ეს ინფორმაცია მონცაზე რბოლის შემდგ გავრცელდა და არავინ იცის, სიმართლეა, თუ „გიჟური სეზონის“ მორიგი ჭორი. მაგრამ რადგანაც კიმი რაიკონენს და „ფერარის“ ეხება, ჩვენც გვერდს არ ავუვლით. მარანელოელებმა რბოლამდეც განაცხცადეს, ამ დღეებში ჩვენს იმ პილოტებს გაგაცნბთ, ვინც მომავალ სეზონში ჩვენი მანქანებით იასპარეზებსო. ეს იმდნდ ბუნდვანი განცხადბა იყო, რომ ზგმა ალონსოს შესაძლო წასვლაც იაზრა - ვითომ ესპანელი კვალიფიკაციის შემდეგ ძალიან გაბრაზდა და წასვლა გადაწყვიტაო...
თუმცა, მთავარი მაინც მეორე პილოტის, ფელიპე მასას პოზიციაა. ის ან დარჩება, ან - ვერა. მის ადგილზე მთავარი კანდიდატი რაიკონენია. თუმცა, ნიკო ჰულკენბერგის კანდიდატურაც სერიოზულად განიხილება. მაგრამ კვალიფიკაციის შემდეგ, ფინელმა აშკარად დაიწყო „ლოტუსის“ მანქანის კრიტიკა, რაც შესაძლოა იმის ნიშანი იყოს, რომ ის ბრიტანულ გუნდს ტოვებს. მაგრამ ეს ჯერ კიდევ არაფერს ნიშნავს.
ჯერ კიდევ მონცაში ჩასვლამდე, მასა ოპტიმისტუად იყო განწყობილი. იტალიაში მან კვალიფიკაციაზეც კარგად იასპარეზა და რბოლაშიც. მაგრამ სწორედ მონცას შემდეგ, მისი პოზიცია შერყეულად მოჩანს. ნარბოლევს მან განაცხადა: „ეს რბოლა არამხოლოდ ჩემთვის იყო მნიშვნელოვანი, რაც გუნდთან კონტრაქტის გაგრძელების შანსს ზრდის, არამედ იმისთვისაც, რომ სხვა გუნდებმა დაინახონ, რისი უნარი მაქვს“. გამოდის, რომ მასა უკვე გუნდს ეძებს...
ერთი რამის თქმა შეიძლება: საშუალო მომავლის პერსპექტივით, „ფერარისთვის“ ალბათ საუკეთესო არჩევანი ჰულკენბერგი იქნებოდა. ეს ის პილოტია, რომელსაც გუნდის ლიდერობაც შეუძლია. მასა მეორე პილოტის რანგში ყოფნამ გააუფერულა, არადა აშკარად უფრო მეტი შეუძლია, ვიდრე ამის საშუალებას „ფერარიში“ აძლევენ. ჰულკენბერგსაც შესაძლოა ალონსოს გვერდში იგივე ელის. რაიკონენს კი... ალბათ მასაც. თუ ის მყარ გარანტიას არ მიიღებს, რომ მეორე პილოტის რანგში არ მოუწევს ყოფნა, ურჩევნია, „ლოტუსში“ დარჩეს, ან თუნდაც „მაკლარენს“ დაუბრუნდეს, ან მომავალში „მერსედესთან“ სცადოს ბედი.
„ფერარიში“ შესაძლო გადასვლას არც ჰულკენბერგი უარყოფს. პირიქით, მან დაადასტურა, რომ მისი მენეჯერი იტალიურ გუნდთან მოლაპარაკებას აწარმოებდა. რას მიაღწია, ეს უცნობია: „ეს ისაა, რის უარყოფასაც არ დავიწყებ - მე „ფერარიში“ გადასვლით დაინტერესებული ვარ. ჩვენ მოლაპარაკებასაც ვაწარმოებდით, რომელიც ამჟამად შეწყვეტილია და ახლა საბოლოო გადაწყვეტილებას ველით“.

No comments:

Post a Comment