დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, June 9, 2014

ოჟიემ იტალიის რალი მოიგო და ლიდერობა განიმტკიცა

Rallying-Ogier wins in Italy to stretch overall lead
9 ივნისი
მსოფლიო ჩემპიონ სებასტიან ოჟიეს გამარჯვებით დასრულდა რალის მსოფლიო ჩემპიონატის მეექვსე ეტაპი - იტალიის რალი, რომელიც კუნძულ სარდინიაზე გაიმართა. ეს ამ სეზონში ფრანგი მრბოლის მეოთხე გამარჯვებაა, რისი წყალობითაც, ის ჩემპინატს დამაჯერებლად ლიდერობს.
ოჟიემ ლიდერობა ხელთ შაბათს, მას შემდეგ იგდო, რაც მისი ფინელი თანაგუნდელი იარი-მატი ლატვალა ლოდს დაეჯახა და ამის გამო, საბურავი გამოსაცვლელი გაუხდა. ამაზე ლატვალას ორ წუთზე მეტი დაეკარგა, რამაც ოჟიეს დაწინაურების საშუალება მისცა.
აქედან მოყოლებული, ოჟიეს მეტოქეობა ვეღარავინ გაუწია და მან უახლოეს მდევარ მადს ოსტბერგს წუთი და 23.1 წამი მოუგო. ბოლო, ჩქაროსნულ სპეცმონაკვეთზე გამარჯვებისთვის კი ბონუს ქულაც დაიმსახურა. ლატვალა საბოლოოდ მესამე ადგილს დასჯერდა, რის გამოც, ოჟიესთან მისი ჩამორჩენა 33 ქულამდე გაიზარდა. თუმცა მისი მეორე ადგილიც მყარია - მესამეზე მყოფ ოსტბერგს 39 ქულით უსწრებს.

აღსანიშნავია, რომ ამ სეზონში „ფოლკსვაგენის“ ეკიპაჟებს ბადალი არ ჰყავთ - განვლილი ექვსი ეტაპიდან, ყველა მათი გამარჯვებით დასრულდა. ოთხი ოჟიეს ანგარიშზეა, ორი კი - ლატვალამ მოიპოვა. სულ კი გერმანულ გუნდს უკვე ზედიზედ ცხრა რბოლა აქვს მოგებული.

იტალიის რალის შედეგები
1. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, ფოლკსვაგენი)           4:02:37.800
2. მადს ოსტბერგი (ნორვეგია, სიტროენი)                     +01:23.100
3. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, ფოლკსვაგენი)         01:32.800
4. ანდრეას მიკელსენი (ნორვეგია, ფოლკსვაგენი)        02:39.300
5. ელფინ ევანსი (ბრიტანეთი, ფორდი)                          04:41.800
6. მარტინ პროკოპი (ჩეხეთი, ფორდი)                            06:05.300
7. ჰენინგ სოლბერგი (ნორვეგია, ფორდი)                       07:15.800
8. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, ფორდი)                       12:19.000
9. ლორენცო ბერტელი (იტალია, ფორდი)                      15:22.100
10. ხალიდ ალ ყასიმი (ემირატები, სიტროენი)             16:49.300

მრბოლთა კლასიფიკაცია

1. სებასტიან ოჟიე - 138 ქულა; 2. იარი-მატი ლატვალა - 105; 3. მადს ოსტბერგი - 66; 4. ანდრეას მიკელსენი - 63; 5. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, ფორდი) - 40; 6. ელფინ ევანსი - 36; 7. კრის მიკი (ბრიტანეთი, სიტროენი) - 32; 8. ტიერი ნოივილი (ბელგია, ჰიუნდაი) - 31; 9. მარტინ პროკოპი - 30; 10. ჰენინგ სოლბერგი - 22; 11. ბრაიან ბუფიე (საფრანგეთი, სიტროენი) - 18; 12. რობერტ კუბიცა - 12...

No comments:

Post a Comment