დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, April 15, 2014

დაკარის მებრძოლი „პეჟოსგან“ - 2008 DKR

Peugeot’s 2008 DKR Is an Awesome-Looking Two-Wheel Drive Buggy
15 აპრილი
„პეჟომ“ დაკარზე დაბრუნება და რა თქმა უნდა, მისი დალაშქვრა განიზრახა. ამისათვის კი სპეციალური ჭურვი მოამზადა, სახელად 2008 DKR, რომელიც ძარიანი ბაგის შთაბეჭდილებას ტოვებს და თუ მისი აღჭურვილობაც ისეთივე „მრისხანეა“, როგორიც გარეგნობა, მაშინ თამამად შეიძლება ითქვას, რომ ფრანგული ლომების სახით, დაკარის რალი მარათონს ახალი ფავორიტი მოევლინა.
საინტერესოა, რომ „პეჟო სპორტის“ ინჟინრებმა გადაწყვიტეს, ავტომობილი სრულ ამძრავიანი არ ყოფილიყო. ამგვარად, „პეჟო“ ბაგის კლასში გამოსვლას შესძლებს, სადაც ნაკლები შეზღუდვაა, ვიდრე სრულ ამძრავიანი ავტომობილების კლასში, სადაც გუნდ „X-რეიდის“ „მინი ქანთრიმენის“ სარბოლო ვერსია ბატონობს. სარბოლი „პეჟო“ მოდელ 2008-ს ბაზაზეა შექმნილი, თუმცა გარეგნულად მასთან მხოლოდ რადატორის დამახასიათებელი ცხაური, ასევე წინა და უკანა ფარები ამსგავსებს. სხვა მხრივ, სარბოლი ავტომობილი გაცილებით ათლეტურად და აგრესიულად გამოიყურება, რაშიც მას უზარმაზარი ბორბლები და სპეციფიკური აეროდინამიკური ელემენტები ეხმარება.
პროექტის ლიდერი ჟან-კრისტოფ პაიე ამბობს, რომ ბაგის კლასის არჩევამ, დიდი ბორბლების და განსხვავებული საკიდარის შერჩევის საშუალება მისცა, რაც ქვიშიან უდაბნოში ასპარეზობისას, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. და ამ შემთხვევაში, ავტომობილის კონკურენტუნარიანობას ვერაფერს დააკლებს ის ფაქტი, რომ ის სრულ ამძრავიანი ტრანსმისიით აღჭურვილი არ არის. სხვათა შორის, 2008 DKR -ზე გამოყენებული „მიშლენის“ საბურავების გარე დიამეტრი 37 დუიმია, ანუ თითქმის 940 მილიმეტრი.
სარბოლი ავტომობილის ექსტერიერის მთავარ ინჟინერ ჯოვანი რიცოს თქმით, კონსტრუქციულ თავისებურებათა გამო, ავტომობილის წინა ნაწილი მთლიანად ახლიდან შესამუშავებელი გახდა. სამაგიეროდ, უკანა ნაწილში სერიული ავტომობილისგან გადასაკეთებელი ბევრი არაფერი იყო, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ავტომობილი მნიშვნელოვნად გაგანიერდა და მის უკანა საყრდენსა და ძარის დანარჩენ ნაწილს შორის, ერთგვარი ნაპრალი გაჩნდა, რაც ავტომობილს კიდევ უფრო აგრესიულ იერს ანიჭებს.
ჯერჯერობით, „პეჟო“ არაფერს ამბობს ავტომობილის ძრავსა და იმაზე, თუ რომელი ბორბლებია წამყვანი. სამაგიეროდ, ავტომობილს მისი სპონსორების - ენერგეტიკული სასმელების მწარმოებელი ავსტრიული „რედ ბულის“ და ფრანგულ ნავთობკომპანია „ტოტალის“ წარწერები ამშვენებს. ოღონდ, ჯერჯერობით დაკარის პატარა ლომი მუქ ფერებშია შესრულებული, რაც რბოლისთვის აუცილებლად შეიცვლება.

სხვათა შორის, იგივე სპონსორები ჰყავდა გუნდს, რომელმაც წლევანდელ დაკარზე, ბაგის ტიპის უკანა ამძრავიანი, ბენზინის ძრავიანი ავტომობილით იასპარეზა. ამასთან, მის საჭეს კარლოს საინსი მართავდა, რომელიც მომავალ რალი მარათონზე უკვე „პეჟოს“ პილოტი იქნება. ამგვარად, არავის გაუკვირდბა, თუ „პეჟო“ სწორედ უკანა ამძრავიან ტრანსმისიას აირჩევს.

No comments:

Post a Comment